1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია...
  5. |
  6. სიახლეები – რესტავრაცია, ხელოვნების...

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, B 4 აუდიტორიაში.

სადისერტაციო ნაშრომი

რეზიუმე

ილუსტრაციები

1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის და არქიტექტურის მიმართულებების სტუდენტების ერთ-სემესტრიანი გაცვლითი მობილობების შემდეგი და ახალი კვლევითი ეტაპი თემაზე – “თბილისსა და მილანში არსებული Art Nouveau-ს ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი”.
ვიზიტი ასევე მოიცავდა: შეხვედრას სამხატვრო აკადემიის რექტორთან და საერთაშორისო სამსახურთან, იტალიელი და ქართველი პროფესორების გასვლით კვლევით სესიას თბილისში art nouveau-ს ნაგებობების შესწავლის მიზნით, ასევე კვლევით ვიზიტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქალაქ სიღნაღში, პროფესორ Ermes Invernizzi-ის ლექციას თემაზე “არქიტექტურული დიზაინი – მილანის სკოლა” – ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, არქიტექტურის ისტორიის პროფესიონალებისთვის; ასევე, სამუშაო შეხვედრას/მრგვალ მაგიდას მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტორანტის Duccio Fantoni-ის ჩართულობით, რომელიც 3 თვიან ერასმუს მობილობას გაივლის თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (აგვისტო- ოქტომბერი, 2024) – დისერტაციის თემა “თბილისური ეზოები”. იტალიელი პროფესორის Ermes Invernizzi-ის ლექციას დაესწრო იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი Fabiola Albanese.

27-31 მაისი, თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორის მაია მანიას მობილობა თსსა ერასმუს პარტნიორ, იტალიის მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ლექციის თემა ‘art nouveau-ის ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი მილანსა და თბილისში’

24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი.

თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ.

TSAA conference 2024

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში Catholic Private University Linz!

გთხოვთ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

· CV

· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)

· მოტივაციის წერილი

. რეკომენდაციის წერილი

· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2 ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

აპლიკაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 2024

საკონტაქტო პირი: ნინო რიგვავა, ninorigvava99@gmail.com, nino_rigvava@art.edu.ge, 598-32-34-74

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის

მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ
ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება
მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას
გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს+  მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის   (2 ადგილი),

2024/2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის, ესტონეთის
ხელოვნების აკადემიაში.
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საღურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
·         პორტფოლიო,
.          CV,
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·        სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე
ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

დედლაინი: 12/04/2024

საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნინო რიგვავა
ninorigvava99@gmail.com
nino_rigvava@art.edu.ge
ტელ: (+995) 598-32-34-74

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ
ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება
მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას
გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.

2023 წლის შემოდგომის სემესტრში ერთ-სემესტრიანი ერასმუს მობილობისთვის, თსსა რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების მიერ ნომინირებულ იქნა ორი IV კურსის სტუდენტი: მარიამ ქათამაძე, მარიამ ხუბულაშვილი.
ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორივე სტუდენტი მიღებულ იქნა ერასმუს მობილობაზე 2024 წლის შემოდგომის სემესტრში (ინგლისურენოვანი
პროგრამები უცხოელი სტუდენტებისთვის გამოცხადდა 2024 წ. შემოდგომის სემესტრში).