საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი. თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ. TSAA conference 2024

იტალიის ელჩის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

16 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის […]