ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს,
რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა
“სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში
ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსის მოცულობა – 190 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში ორჯერ, 3-3 აკადემიური საათი.
კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე:
გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);
კურსს გაუძღვება: თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა
და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე-ვერიკო შანიძე
კურსის ღირებულება – 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება
პირველკურსელთა რეგისტრაცია 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით
11:00 – 15:00 საათამდე.
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22,
საკონტაქტო ტელეფონი: 595 021 541
აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი(ორიგინალი). უცხოეთში
მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
ვაჟებისთვის).
4. 2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
5. სწავლის პირველი სემესტრის (სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი)
ნახევარი – 1125 ლარი) საფასურის გადახდის ქვითარი. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო
გრანტით მოსარგებლეთა შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის შესაბამისი
პროცენტული მაჩვენებლით (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი
ორგანოდან.
გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი),
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან
ხელშეკრულებას აფორმებს მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული).
სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”. აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი – სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, უკვე მეორედ, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs
განაცხადის შემოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo ;
შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge
ან
ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით – თიკა ნატროშვილი – 595 931 411
2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის 29 აგვისტოს პორტფოლიო, გამოცდა კომპოზიციაში შედეგები:
2024-25 სასწავლო წლის დიზაინის ფაკულტეტზე გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)
მორიგი საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში”.
პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი). პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით.
ვორქშოფი გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში 2024 წლის 3, 4, 5, 6 ოქტომბერს. ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის – მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება.
ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხაადება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას). აქვე დავძენთ, კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია.
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოცემული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებსა და კოლეგებში.
გარდა ამისა, დაგვეხმარებით თუკი შეძლებთ ვორქშოფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.
თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთვის.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.
საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო ჯგუფი
პროექტის ხელმძღვანელი მარიამ საღარაძე: sagaradzemariam@
2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის 27 აგვისტოს ხატვის გამოცდის შედეგები:
2024-25 სასწავლო წლის სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტებზე გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)