1. |
  2. კონკურსები

დრეზდენის საერთაშორისო პლენერი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პლენერის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, რომლებიც შეირჩევიან პროექტის გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
▫️პროექტის ხანგრძლივობა – 05/07/24 – 05/08/24
▫️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 20:00 სთ

სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება»), ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები იქნებიან.
კონკურსში მონაწილეობდა 16 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ განიხილა და 7 საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ ლევილის ქართველთა მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხატვრო აკადემიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უპრეცედენტოა და საზოგადოებას გამარჯვებული სტუდენტები წარუდგინა.
ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სიმპოზიუმი საფრანგეთში გაიმართება, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში, ქანდაკების ხელოვნების პროფესიული სწავლების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ საფრანგეთიდან შემოვიდა. სიმბოლურია ისიც, რომ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ლევილის მამულში გაიმართება.
ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს – ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/
იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია,
22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს.
ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი.
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at
კონტაქტი: office@summeracademy.at

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება.
ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი.
დეტალები იხილეთ ბმულზე

28 მარტი, 2024
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული კონკურსის “ახალი აღთქმის იგავი” დაჯილდოვების ცერემონია და გამოფენა – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის შედეგად, ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული.

ქალაქ თბილისში, მერაბ კოსტავასა და ტყვარჩელის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში (ს/კ: 01.10.13.040.122) აკაკი ჩხენკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები

კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. საკონკურსო პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კონკურსისთვის გამოყოფილია 800 000 ლარი. კონკურსის მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. უპირატესობა მიენიჭება: ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას; საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას; მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; საერთაშორისო მასტერკლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს; წარმატებული ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების მომზადებისა და ჩატარების გამოცდილებას.

2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 600 000 ლარი და დაფინანსდა 14 პროექტი. პროექტები განხორციელდა შვიდ ადგილას 1500 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი და დაფინანსდა ათი პროექტი. პროექტები განხორციელდა ხუთ ადგილას 1200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 1 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: №032 2 022229 ან №599 310 303, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 18 აპრილისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/9w2YFhFW

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.

კონკურსის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად მათთვის თანაბარი პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; ონლაინპლატფორმების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის ზრდა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. საკონკურსოდ ნებადართულია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართული თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).

კონკურსისათვის სამინისტრომ გამოყო 120 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულ პროექტს განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროში შემოსული 22 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა რვა პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროში შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2021 წელს კონკურსისთვის გამოიყო 97 055 ლარი. სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა და დაფინანსდა ოთხი პროექტი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: №032 2 022229, №577 470 691, სამუშაო საათების განმავლობაში (09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/2w2YFHQX

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ორმოც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2024 წლისთვის – სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 მარტიდან – 31 მარტამდე. შევსებული განაცხადის გაგზავნა უნდა მოხდეს შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: burse2024@arice.gov.ro
პროგრამებთან დაკავშირებით და ასევე, განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე