1. |
  2. კონკურსები
  3. |
  4. Page 8

ერასმუს მობილობის კონკურსი – კასტელო, ესპანეთი, მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის- მულტიმედიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – კასტელოს (ესპანეთი) ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló
გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები:

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ინჟინერია და ტექნოლოგიები;
სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
აგრარული მეცნიერებები;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები;
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2024 წლის 1 მარტამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 000 ლარს, ორ წელიწადში – 60 000 ლარს.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);

გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1 500 ლარს).

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ოფიციალური გვერდი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული შიდა კონკურსის “ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“ ფარგლებში აცხადებს შიდა კონკურსს

საკონკურსო დებულება

კონკურსის მიზანია:
ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიდან შეირჩეს შვიდი საუკეთესო ქანდაკების ესკიზი თემაზე “თავისუფლება“;
ნამუშევრები შესრულდება ლევილის მამულის ტერიტორიაზე სამი კვირის განმავლობაში; მასალა: რკინა (შავი მეტალი). დასრულებული ნამუშევრები განთავსდება
ლევილის მამულის ტერიტორიაზევე.

კონკურსის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტებს;
2. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესკიზის წარმოდგენა;
3. საკონკურსო ესკიზი უნდა იყოს წარმოდგენილი, მეტალის ან კარდონის მასალაში;
4. საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზები უნდა იყოს გააზრებული მეტალში;

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი
1. კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი ესკიზის სახით;
2. ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი თაბახის ფურცელის);
3. წარმოდგენილი ესკიზი არ უნდა აღემატებოდეს, სიმაღლე 50 –სმ, სიგანე 50 –სმ, სისქე 50-სმ, ზომას;

კონკურსის ვადები

1. საკონკურსო განაცხადებები მიიღება 2024 წლის 10 მარტიდან 25 მარტამდე;
2. საკონკურსო განცხადება, საკონკურსო ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი თაბახის ფურცელის) და საკონკურსო ნამუშევრის ესკიზი რეგისტრირდება თსსა
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულებაზე, საკონკურსო კომისიის მდივანთან;
3. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების შესახებ გასაჯაროვდება აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მდივანი: ნოდარ როსტიაშვილი 593 93 59 72
პროექტის ხელმძღვანელი: ლევან მუზაშვილი 555 32 06 68

განცხადების ფორმა

ანაზღაურება 1120 ლარი;

სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციული მიმართულებით;
  • უსდ-ს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
  • სამეცნიერო გამოცდილება (კონფერენციები, კვლევები, პუბლიკაციები და სხვ)
  • საორგანიზაციო საქამიანობის წარმართვისა და ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება;
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე წერისა და მეტყველების ძალიან კარგი უნარები (B2 დონე).
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო კომპეტენცია და უნარები

  • განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული ძირითადი კანონებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა.
  • საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო სტანდარტების ცოდნა
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მუშაობის გამოცდილება
  • კეთილსინდისიერება, პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • მოსმენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მზაობა უწყვეტი პროფესიული განვითარებისადმი.

ძირითადი მოვალეობები

  1. მოქმედებს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თსს აკადემიისა და სამსახურის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით.
  2. ფაკულტეტებთან კოორდინირებულად მუშაობს სადოქტორო პროგრამების დოკუმენტაციაზე.
  3. ფაკულტეტებთან და სამსახურის უფროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს სამეცნიერო-კვლევითი თვითშეფასების კითხვარების განახლებაზე, აკადემიური პერსონალის კვლევითი აქტივობის მონიტორინგზე და შედეგების მოპოვებაზე.
  4. ამზადებს აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის, აგრეთვე სტუდენტების კმაყოფილების კითხვარს, ატარებს გამოკითხვებს.
  5. უზრუნველყოფს თსსა ვებგვერდისთვის სამსახურში არსებული პროცესების შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ მომზადებას.
  6. ამზადებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ კვარტლურ ანგარიშს და წარუდგენს სამსახურის უფროსს.
  7. მონაწილებს სამსახურის მიერ ინიცირებულ პროექტებში.
  8. ინტერნაციონალიზაციის ნაწილში, ეხმარება სამსახურს საერთაშორისო კვლევითი ცენტრების საუკეთესო პრაქტიკების ანალიზში და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით მათ თსს აკადემიაში დანერგვაში.
  9. სამსახურის უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

 დაინტერესებულმა პირებმა 8 მარტამდე  გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:  hr@art.edu.ge

რუსთაველის ფონდი აცხადებს 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა CS

კონკურსის მიზანი

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირება

2024 წლის 4 მარტი – 20 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მარტი-აპრილი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აპრილი-მაისი – პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სკია 2024-ის არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი:

ნიკა წიკლაური
ზურაბ ხორხელი
გიორგი ღლონტი
ზურაბ გოგბერაშვილი
ნინა ველიევა

 

კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში, სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა!

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) პოპულარიზაცია; სახელოვნებო სფეროს განვითარება თბილისსა და რეგიონებში; გამოფენებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრა, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია) ხელშეწყობა (ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები); ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარმოდგენა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს.
კონკურსის ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. სამინისტრომ ათი განმცხადებლიდან გამოავლინა ხუთი გამარჯვებული. 60 000 ლარი იყო 2022 წლის ბიუჯეტიც და 25 კონკურსანტს შორის გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 577 502 762 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/kwM9sZmU

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:

GFI

კონკურსის მიზანი:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი – ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:

სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;

– ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.

კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 1-ელი მარტიდან – 8 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა – 2024 წლის 15 აპრილი;
პროექტების შეფასება პანელის მიერ – 2024 წლის მაისი;
პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება – 2024 წლის მაისი – ივნისი;
გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის ივნისიდან;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

– ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)

– დოქტორანტებისთვის

– ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე