საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი -„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/სამუზეუმო დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების გამოცემა”.
კონკურსის მიზანია: ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ხელოვანთა შემოქმედების, მუზეუმების/სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით, მათ შორის – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარების საეტაპო მნიშვნელობის მოვლენების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული წიგნ-ალბომების/წიგნების მომზადება/გამოცემით. გარდა ამისა, კონკურსის მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამუზეუმო კვლევითი საქმიანობისა და გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსის ბიუჯეტია 200 000 ლარი.
საკონკურსო პროექტი უნდა მოიცავდეს ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს: საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების საბეჭდი ფაილის მომზადება; საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების ფაილის ბეჭდვა/გამოცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც მსგავსი პროექტ(ებ)ის განხორციელების გამოცდილება აქვთ, ასევე, ხელოვანს ან, თუ ის გარდაცვლილია, მისი ოჯახის წევრს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია ქართული თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
ინფორმაციას სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებული პროექტის შესახებ განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე: