1. |
  2. კონკურსები
  3. |
  4. Page 7

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:

GFI

კონკურსის მიზანი:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი – ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:

სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;

– ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.

კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 1-ელი მარტიდან – 8 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა – 2024 წლის 15 აპრილი;
პროექტების შეფასება პანელის მიერ – 2024 წლის მაისი;
პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება – 2024 წლის მაისი – ივნისი;
გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის ივნისიდან;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

– ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)

– დოქტორანტებისთვის

– ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული,
ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები

გამოცხადებულია ორი კონკურსი:
საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/ ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტი

მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით

დეტალები იხილეთ ბმულზე

ცხადდება კონკურსი აკადემიის შიგნით, უწყვეტი განათლების ცენტრის უმცროსი
სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ანაზღაურება 615 ლარი;
სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
უმაღლესი სახელოვნებო განათლების სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Ms. excel ) ცოდნა.
საჭირო კომპეტენცია და უნარები
ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
ძირითადი მოვალეობები
1. განიხილავს ცენტრში შემოსულ საგანმანათლებლო წინადადებებს და ამზადებს მათ,
ცენტრის ხელმძღვანელის მიერ აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად, რომელიც
უფლებამოსილია დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს კურსი;
2. მოიძიებს შესაბამისი კურსების განმახორციელებელ სპეციალისტებს.
3. მონაწილეობას იღებს კურსების განხორციელების ორგანიზებაში;
4. ახდენს ცენტრის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსების მონიტორინგ

დაინტერესებულმა პირებმა 26 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:
hr@art.edu.ge

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთს შემდეგი 2 მოთხოვნიდან:
1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან კითხულობდეს ლექციებს, ან მუშაობდეს კვლევითი მიმართულებით.
2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას: ატარებს ლექციებს ან მუშაობს კვლევითი მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან – მ.წ 6 მარტის ჩათვლით.
განახცადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y
დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ტელ: +82-2-880-2519 E-mail: intlscholarship@snu.ac.kr