1. |
  2. კონკურსები
  3. |
  4. Page 4
449191858_884475603718226_357745548342383147_n

სტუდენტების საყურადღებოდ! კონკურსი

გელა კანდელაკის შემოქმედებითი სახელოსნო – “ხელის ჩრდილების თეატრი და ანიმაცია”, აცხადებს სტუდენტების მისაღებ კონკურსს!
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – საბუთების მიღება.
2024 წლის 14 ივნისიდან – 10 ივლისამდე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ გააგზავნოთ თქვენი СV და სამოტივაციო წერილი. სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო (ნამუშევრები).
budruganagagra@gmail.com
II ეტაპი – გასაუბრება.
სწავლება დაიწყება 2024 წლის 15 სექტემბერს.
სახელოსნოს წარმატებით დამთავრების შემდეგ, გეძლევათ შანსი, გახდეთ ჩრდილების სახელმწიფო თეატრის დასის წევრი.
599 91 70 67
გისურვებთ წარმატებას!

საქართველოსა და იტალიის მეგობრობის საფუძველზე იტალიის მუნიციპალიტეტ
ჩიჩერალეში იგეგმება ნიკო ფიროსმანის სახელობის ქუჩის გახსნა.
თსსა-სა და იტალიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საელჩოს
ეგიდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კონკურსი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.
კონკურსის მიზანია ამავე ქუჩის შენობებისათვის დამზადდეს ნუმეროლოგიის
განმსაზღვრელი აბრები, ობიექტი ზომებით 15X10 სმ, თავისუფალი თემის კერამიკული
ფილა.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი
დაჯილდოვდება.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მონაწილეთა რეგისტრაცია
2. კონკურსანტთა მიერ შესასრულებელი კერამიკული ფილის ოდენობის განსაზღვრა
3. კერამიკული ფილების დამზადების პროცესი
4. შეფასება
5. მონტაჟი
რეგისტრაციის ვადები 17/06 – 18/06
სარეგსტრაციო პროცედურისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს
ნესტან წიკლაური
არქ. ფაკულტეტის დეკანატი მე 9 სართული

ცხადდება კონკურსი იტალიის მთავრობის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილია 63 თვის (ყოველთვიურად 1000 ევროს)
ოდენობის სტიპენდია. განაცხადი უნდა შეივსოს კანდიდატის მიერ ონლაინ შემდეგ
პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/.
კანდიდატის ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა იწურება 2024 წლის 14 ივნისს 14.00 საათზე იტალიის დროით (2024 წლის 14 ივნისს 16.00 საათზე საქართველოს დროით). გთხოვთ იხილოთ დანართი

15-18 მაისი! TAD Week – Tbilisi Architecture & Design Week
თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში მონაწილეობის მსურველთათვის!

სარეგისტრაციო ფორმები:

15 მაისი – MoMA Tbilisi
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 27
19:00

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeivTDbJRd3K8R2gs29Z1CDcdw9qzCzB13nhBZVjWJYColfkA/viewform

16,17,18 მაისი – Artizan Design Hotel
მისამართი: იაკობ ნიკოლაძის 12

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeKQCqSgXUIZD4Qpro-bPNzNaZEUVRmjaoZnvqL-EiA6d0WEw/viewform

მონაწილეობის მსურველების მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, კვირეულში მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია!
იაქტიურეთ!

დრეზდენის საერთაშორისო პლენერის, გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, გამოავლინა ორი გამარჯვებული კონკურსანტი – “Palais Sommer 2024”-ისთვის.
გამარჯვებულები არიან, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის მიმართულების IV და III კურსის სტუდენტები: მარიამ ოკრიბელაშვილი და მათე ცქვიტინიძე. 2024 წლის ივლისში ისინი გაემგზავრებიან დრეზდენში, პლენერზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს და ჩაერთვებიან გამოფენაში “კულტურა.სინქრონი”.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ წარმატებას!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პლენერის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, რომლებიც შეირჩევიან პროექტის გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
▫️პროექტის ხანგრძლივობა – 05/07/24 – 05/08/24
▫️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 20:00 სთ

სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება»), ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები იქნებიან.
კონკურსში მონაწილეობდა 16 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ განიხილა და 7 საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ ლევილის ქართველთა მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხატვრო აკადემიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უპრეცედენტოა და საზოგადოებას გამარჯვებული სტუდენტები წარუდგინა.
ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სიმპოზიუმი საფრანგეთში გაიმართება, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში, ქანდაკების ხელოვნების პროფესიული სწავლების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ საფრანგეთიდან შემოვიდა. სიმბოლურია ისიც, რომ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ლევილის მამულში გაიმართება.
ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს – ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/
იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია,
22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს.
ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი.
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at
კონტაქტი: office@summeracademy.at

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება.
ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი.
დეტალები იხილეთ ბმულზე