1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია...
  5. |
  6. ვორქშოფები/სემინარები/კონფერენციები – რესტავრაცია, ხელოვნების...

მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაცია აკადემიაში

1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის და არქიტექტურის მიმართულებების სტუდენტების ერთ-სემესტრიანი გაცვლითი მობილობების შემდეგი და ახალი კვლევითი ეტაპი თემაზე – “თბილისსა და მილანში არსებული Art Nouveau-ს ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი”.
ვიზიტი ასევე მოიცავდა: შეხვედრას სამხატვრო აკადემიის რექტორთან და საერთაშორისო სამსახურთან, იტალიელი და ქართველი პროფესორების გასვლით კვლევით სესიას თბილისში art nouveau-ს ნაგებობების შესწავლის მიზნით, ასევე კვლევით ვიზიტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქალაქ სიღნაღში, პროფესორ Ermes Invernizzi-ის ლექციას თემაზე “არქიტექტურული დიზაინი – მილანის სკოლა” – ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, არქიტექტურის ისტორიის პროფესიონალებისთვის; ასევე, სამუშაო შეხვედრას/მრგვალ მაგიდას მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტორანტის Duccio Fantoni-ის ჩართულობით, რომელიც 3 თვიან ერასმუს მობილობას გაივლის თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (აგვისტო- ოქტომბერი, 2024) – დისერტაციის თემა “თბილისური ეზოები”. იტალიელი პროფესორის Ermes Invernizzi-ის ლექციას დაესწრო იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი Fabiola Albanese.

24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი.

თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ.

TSAA conference 2024