1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. მედია ხელოვნება

მიმართულებები

2005 წლის მარტში აკადემიაში გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი. 2006 წლის მარტიდან ფოტოგრაფიის და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტი ინტეგრირდა ფაკულტეტზე და მოგვიანებით მას უკვე მედიახელოვნების ფაკულტეტი ეწოდა.

2007 წელს შეიქმნა ახალი ანიმაციური სტუდია, სადაც სტუდენტები სრულყოფილად ეუფლებიან ანიმაციური ფილმის შექმნის სხვადასხვა ტექნიკას (ნახატი ანიმაცია, თოჯინური, პლასტელინის ანიმაცია, სილა-ფხვნილის ანიმაცია). დღეისთვის სტუდიის კინოთეკაში არის 29 დასახელების მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელთაგან 16 საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალებზე აღნიშნულია პრიზებით და დიპლომებით.