1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. მედია ხელოვნება
  5. |
  6. სიახლეები – მედია ხელოვნება

კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Artevelde, ბელგია

თსსა პარტნიორი ბელგიის, გენტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის-  Artevelde University of Applied Sciences, მედია სკოლა იწვევს თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის 4 სტუდენტს ერთკვირიან BIP პროგრამაში მონაწილწობის მისაღებად. დანართში იხილეთ პროგრამა.
კონკურსანტ სტუდენტს მოეთხოვება პორტფოლიოს, CV.ს, მოტივაციის წერილის გაგზავნა და ონლაინ ინტერვიუს  გავლა.
სტუდენტი თვითონ ფარავს პროგრამაში მონაწილეობის გადასახადს.
საკონტაქტო პირი: Nicky Malfliet
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – !
პროგრამის ხელმძღვანელები:
ნანა იაშვილი – პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის დამფუძნებელი.
კარლ სტოკერი – დოქტორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურისა და დიზაინის კონსულტანტი, სპიკერი და ქსელის დამფუძნებელი.

Karl Stocker – PhD, Professor at the University of Graz, Culture and Design Consultant, Speaker, and Networker.
თანდართულ ვიდეო-რგოლში, პროფესორი კარლ სტოკერი, თავად მოგითხრობთ პროგრამაზე და მის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო.
პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი წერის კომბინირება”.

2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo.
16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing.
ვორქშოფის მოთხოვნები და დეტალები იხილეთ დანართში.
სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო ვორქშოფის სერტიფიკატები!
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური
nestan.tsiklauri@art.edu.ge

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროგრამა ინგლისურ ენაზე-Interaction Design and Sound Design და პროგრამა Media Design and Communication Design ნაწილობრივ გერმანულადაა, ნაწილობრივ კი ინგლისურად. სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მონწილეობა პრიორიტეტულია.
გთხოვთ, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. პროფესორის რეკომენდაცია
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
▫️საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2024 წელი
▫️საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”.
▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე
▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, კონსტანტინე თორია, გაბრიელ ჯავახაძე, ლუკა ხოჭოლავა, გვანცა შუბითიძე, ლუკა ლაშქარაშვილი, ელენე ერემეიშვილი, ხატია ფირცხალაიშვილი, მეგი ებანოიძე, ელენე კალატოზიშვილი.

27-28 ივნისს, 15:00 ზე გეპატიჟებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის,
მედიახელოვნების ფაკულტეტის მე-3 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – 507 აუდიტორია
ხელმძღვანელი თამარ დარსაველიძე

ERASMUS
ქალაქ ანტვერპენის – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი, 23 მაისს შეხვდნენ ასევე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, პედაგოგებსა და სტუდენტებს