1. |
  2. ახალი ამბები
  3. |
  4. Page 8

გარე მობილობა – დიზაინის ფაკულტეტი

2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის 29 აგვისტოს პორტფოლიო, გამოცდა კომპოზიციაში  შედეგები:

2024-25 სასწავლო წლის დიზაინის ფაკულტეტზე გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

შედეგები

Open Call 1
საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში – განაცხადის მიღების ბოლო ვადა 10/09/2024
მოხარულნი ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი საერთაშორისო ვორქშოფის განხორციელების თაობაზე, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის დარგის განვითარებას ემსახურება.

მორიგი საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში”.

პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი). პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით.

ვორქშოფი გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში 2024 წლის 3, 4, 5, 6 ოქტომბერს. ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის – მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება.

ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხაადება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას). აქვე დავძენთ, კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მოცემული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებსა და კოლეგებში.

გარდა ამისა, დაგვეხმარებით თუკი შეძლებთ ვორქშოფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.

ვორქშოფის პროგრამა და კანდიდატთა მიღების განაცხადი იხილეთ თანდართულ ბმულში.

თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთვის.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.

საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის ხელმძღვანელი მარიამ საღარაძე: sagaradzemariam@gmail.com

პროექტის თანაორგანიზატორი ნინო კობერიძე: +995 551 107 001
პროექტის თანაორგანიზატორი ასმათ ტყეშელაშვილი: +995 598 585 598

2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის 27 აგვისტოს ხატვის გამოცდის შედეგები:

2024-25 სასწავლო წლის სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტებზე გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

მედიახელოვნების ფაკულტეტი

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულება, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის, “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ფარგლეში, აგრძელებს სემინარების ციკლს!
წარმოგიდგენთ ელენა რელეევას/Elena EWEST, საერთაშორისო ორგანიზაცია “EWST Fashionlab”- ის დამფუძნებელი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსპერტი მოდის დიზაინში (მსოფლიოში ცნობილია, როგორც უდანაკარგო თარგების დამზადებისა და დრაპირების მიღების ოსტატი):
• საკვლევი თემა: მდგრადი მოდა;
• მიგნებები: “FABRICS-CAPE” – ნიმუშების ინოვაციური ჭრა;
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით
თსსა მოდის დიზაინის მიმართულება – საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’ აგრძელებს სემინარების ციკლს !
სპეციალური მოწვევით – ჯულიან რობერტსი/ Julian Roberts (მსოფლიოში ცნობილი არატრადიციული თარგების დამზადების ბრიტანელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში), ამჟამად არის მოდისა და ტექსტილის დიზაინში პორტსმუთის უნივერსიტეტის პრფესორი და ბრიტანეთში Graduate Fashion Foundation-ის (GFF/GFW) რწმუნებული.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
• დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ – დარეგისტრირდეთ (აუცილებელია) 

დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულებით ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”. მიზანი:
• T&A ინდუსტრიის გათვალისწინებით, მდგრადობისა და მწვანე პრაქტიკის გაძლიერება, განათლების ახალი ფორმებისა და მასშტაბის გაფართოება, საერთაშორისო საავტორო პროგრამების ათვისება და სასწავლო კურსებად დანერგვა, კერძოდ :
1. ახალი მწვანე/მდგრადი სასწავლო გეგმების/სრული კურსის შემუშავება – საერთაშორისო ექსპერტების საავტორო პროგამების ჩართულობით ერთობლივი სასწავლო გეგმის/კურსის განხორცილება სასწავლო პროგრამებში (MA, BA)
2. კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად მწვანე და მდგრად პრაქტიკაში რეალური გამოცდილების გაზიარება (სპეციალურად ორგანიზებული ვორქშოფები, ტრეინინგები, პრაქტიკები, სემინარები)
3. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარება დასაქმებისა და კერძო ბიზნესის განვითარების მსურველთათვის. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო ცნობილი ექსპერტების მოწვევა და ადგილობრივი დარგის წარმომადგელების (ექსპერტები) მასტერკლასები, ასევე, რეგიონალური პრაქტიკების ორგანიზება
▫️დაინტერესებულ აუდიტორიას აქვს შესაძლებლობა – მდგრადი დიზაინის მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით შეისწავლოს და გაიზიაროს ადგილობივი და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, იმუშაოს საერთაშორისო ესქპერტებთან და თსსა პედაგოგებთან (ექსპერტებთან) ერთად, კერძოდ :
1. შესწავლის ნოვატორული სამკერვალო ტექნოლოგიებისა და ტექსტილის მიღების ტექნოლოგიური მეთოდები ;
2. შეიმუშავოს მოთხოვნადი/მიზნობრივი პროდუქტი (იდეიდან მზა პროდუქტამდე); 3. შეასრულოს შემოქმედებითი და გამოყენებით დიზაინ-ფორმები (ტექსტილისა და რაციონალური ტანსაცმლის დიზაინი)
პროექტის ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’- ფარგლებში სპეციალური მოწვეული იყო შინგო სატო/Shingo Sato (მსოფლიოში ცნობილი დრაპირების მეთოდებისა და არატრადიციული თარგების დამზადების იაპონელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში);
https://fb.me/e/98dqn6qwl
• https://www.facebook.com/
შინგო სატოს არატრადიციული მიდგომა ტანსაცმლის დიზაინისა და შაბლონების მანიპულირებისადმი – ახალი სიტყვაა მსოფლიო მოდისა და დიზაინ-განათლების ინდუსტრიაში.
▫️ფართო აუდიორიამ შეისწავლა – როგორ შექმნას ტანსაცმლის ბლოკი სხეულის ფორმაზე ,,დრაპირების” გამოყენებით:
– როგორ გადალახოს საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები ;
– როგორ შექმნას ტანსაცმლის ფორმათა სერიები დრაპირების საშუალებით;
– ტალღოვანი დიზაინის ხაზების გამოყვანას და კაბის ფორმების დაშლა ცალკეულ პანელებად; – სხვადასხვა მასალის ნაკერების შეერთება შეიქმნება უნიკალური და არაორდინალური მრავალპანელიანი მოდელები.
მხარდამჭერი:
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი – https://www.facebook.com/
• FashionHolics Online – https://www.facebook.com/
• ალტერნატიული დისკურსი – https://fb.me/e/5i2mMH5y9
• ინიციატივა NK
• დიზაინის ფაკულტეტი
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება პროექტის – „ინკლუზიური სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკები“ ფარგლებში შექმნილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – “ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 4 მიმართულების: ფერწერის, კერამიკის , ქსოვილის და შერეული ტექნიკის სახელოვნებო პრაქტიკების ჩატარებით, შშმ და სსსმ დღის ცენტრების ბენეფიციარებთან (ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; დღის ცენტრი 18+; აუტიზმის პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის), სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით.
▫️პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია.
▫️პროექტის პარტნიორი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

5 აგვისტოს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ესტუმრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მატუშ ბუშოვსკი – კულტურის განყოფილების წარმომადგენელთან ერთად. სტუმრები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს და რექტორის აპარატის უფროსს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობას. სტუმრებმა დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზები