1. |
  2. ახალი ამბები
  3. |
  4. Page 3

2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის გამოცდის შედეგები – არქიტექტურა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის
კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თორმეტი ტრენინგი კვლევის
ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის კვლევითი ერთეულების
სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები, მოწვეული პედაგოგები, აკადემიური პერსონალი. ტრენინგებს წარუძღვნენ თსს აკადემიის სამეცნიერო და
შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თამარ შავგულიძე და თსს აკადემიის მოწვეული ლექტორი, ქრისტინე დარჩია.
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურა და მისი ხელშეწყობა; პლაგიარიზმის პრობლემები და საზღვრები;
არაკეთილსინდისიერი კვლევა – გაფრთხილება და აღკვეთა (კარგი კვლევითი გამოცდილებისათვის პირობების შექმნა); კვლევაში ჩართული რესპოდენტების
დაცვის მექანიზმები; არაკეთილსინდისიერ ქცევათა ანგარიშწარმოება და მართვა აკადემიურ და კვლევით გარემოში; დარღვევების შემთხვევაში მორალური
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (გამიჯვნა,დეაქტივაცია) და UKRIO-ს პროცედურები დარღვევებზე რეაგირებისას; კვლევის ეთიკის კომიტეტები;
საავტორო და საგამომცემლო ეთიკა, პოლიტიკის დანერგვა; გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები; კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის
როლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტი „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა
ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://ethics.iliauni.edu.ge/

თანდართული დოკუმენტი

Textile

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს – ქსოვილის
მხატვრული ბეჭდვა

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქსოვილზე მხატვრული ბეჭდვის ტექნოლოგია, სასურველი ესკიზის
ფოტოშოპის ტექნიკით მომზადება/დამუშავება.
მსმენელი შესაძლოა ფლობდეს ხატვის და გრაფიკული პროგრამის Photoshop-ის ძირითად უნარებს. კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის ვისაც არ გააჩნია ამ
მიმართულებით გამოცდილება. კურსის განმავლობაში მსმენელები შექმნიან ქსოვილის მხატვრულ და გამოყენებით ნიმუშებს.
შექმილი ნიმუშები რჩებათ კურსის მონაწილეებს.

კურსის მოცულობა: 25 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
ოთხშაბათი -18:30 – 20:15
შაბათი – 12:00 -13:45

მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 – სამხატვრო აკადემია.

კურსს გაუძღვებიან – კურსის ხელმძღვანელი – თინათინ კლდიაშვილი – მხატვარი, ექსპერიმენტული ლურჯი სუფრების ლაბორატორიის დამაარსებელი;
ვახტანგ კაიშაური – ლურჯი სუფრების ექსპერიმენტული ლაბორატორიის ტექნოლოგი;

კურსის ღირებულება – 500 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge

595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს,
რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა
“სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში
ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  3-3 აკადემიური საათი.
კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:
გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);
კურსს გაუძღვება:  თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა
და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე-ვერიკო შანიძე
კურსის ღირებულება – 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება
პირველკურსელთა რეგისტრაცია 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით
11:00 – 15:00 საათამდე.
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22,
საკონტაქტო ტელეფონი: 595 021 541

აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი(ორიგინალი). უცხოეთში
მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
ვაჟებისთვის).
4. 2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
5. სწავლის პირველი სემესტრის (სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი)
ნახევარი – 1125 ლარი) საფასურის გადახდის ქვითარი. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო
გრანტით მოსარგებლეთა შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის შესაბამისი
პროცენტული მაჩვენებლით (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი
ორგანოდან.
გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი),
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან
ხელშეკრულებას აფორმებს მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული).

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”. აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი – სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

დადგენილება

ბრძანება

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, უკვე მეორედ, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs

განაცხადის შემოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo ;

შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge

ან

ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით –  თიკა ნატროშვილი – 595 931 411