1. |
  2. ახალი ამბები
  3. |
  4. Page 2

პოსტერების გამოფენა ბერლინში

2025 წლის მაისში, ქალაქ ბერლინში გაიმართება პოსტერების გამოფენა, რომელშიც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

პროექტს, სახელწოდებით “Window Project” მასპინძლობს საგამოფენო სივრცე “Volkssolidarität”.

მონაწილე სტუდენტების ნამუშევრები და დეტალები გამოფენის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე. მითითებულ ვებ-გვერდზე,  ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს!

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.e-mergingartists.art/exhibition/tbilisi-apollon-kutateladze-state-art-academy/

 

თსსა ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტმა დაარსების 10 წლის აღსანიშნავად ამა წლის 10 აპრილს გამართა საერთაშორისო სამეცნიერო – შემოქმედებით კონფერენცია სახელწოდებით ,,ციფრული ტექნოლოგიები: პროგნოზები, შესაძლებლობები, გამოწვევები” – “Digital technologies: forecasts, opportunities, Challenges”.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ფაკულტეტის ინსტიტუტი დაარსების 10 წლის აღსანიშნავად მართავს საერთაშორისო სამეცნიერო – შემოქმედებით კონფერენციას 2025 წლის 10 აპრილი

იხ. თანდართული დოკუმენტი

სსიპ თბილისი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

  1. რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის მიმართულებით – ნანა კუპრაშვილი;
  2. დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი სამრეწველო დიზაინის მიმართულებით ჯუმბერ ბეჭვაია;
  3. დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი საიუველირო და ლითონის დამუშავებისხელოვნების მიმართულებით – ანდრო გიორგაძე;
  4. დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი ავეჯის პროექტირების და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებით – თეიმურაზ სარიშვილი;
  5. არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ინტერიერის დიზაინის მიმართულებით- ლაშა ჩლაიძე.
  6. მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მედიახელოვნება/ციფრული მედიის მიმართულებით – ირინა მელაძე
  7. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფერწერის მიმართულებით  – ეკატერინე გელოვანი;
  8. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თეატრის მხატვრობის (სცენოგრაფიის ხელოვნება) მიმართულებით – ანა ნინუა;
  9. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით – ანა ტყებუჩავა;

პროექტის შესახებ

საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო
პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.

კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?

· სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
· სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
· სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
· აპლიკაციის შევსება შესაძლებელია stipendia.bog.ge -ზე

რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით.

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს ვიწვევთ სლოვაკეთის, თსსა ერასმუს პარტნიორი, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD) პროფესორების – Rastislav Sedlacik, Dominik Hlinka ვორქშოფზე, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
თემა – “Lecture on the Application of Expanded Painting Strategies in the Educational Process”.
ვორქშოფში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავას აკადემიის 5 დოქტორანტი. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გთხოვთ, ვორქშოფში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, ვორქშოფის კოორდინატორს გაუგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი-გვარი, სპეციალობა, სწავლის საფეხური და კურსი, მობილური და ელექტრონული ფოსტა.
ვორქშოფის კოორდინატორი: ნატა ნიკოლეიშვილი
593799960
nata.nikoleishvili@art.edu.ge
თსსა პარტნიორი ბელგიის, ანტვერპენის უნივერსიტეტის- Karel de Grote University of Applied Sciences and Arts სკოლის – St Lucas School of Arts (www.sintlucasantwerpen.be) ‘printmaking’ პროფესორი Gerard Leysen იწვევს სამხატვრო აკადემიის ნებისმიერი ფაკულტეტის პროფესორებს და პედაგოგებს, კონცეპტუალურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად – თემაზე ‘MANUALS HANDLEIDINGEN ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲔᲑᲘ’. პროექტის მიზანია ‘არტ-ბუქის’ – ‘artist’s publication’ შექმნა, შემდგომი კოლაბორაციის ინიცირება, მდგრადი ინსტიტუციური კავშირის შექმნა და სხვა.
გთხოვთ პროექტში მონაწილეობის სურვილი, სახელი-გვარის და ფაკულტეტის მითითებით, დაადასტუროთ (ინგლისურ ენაზე) შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
Kurt Vanbelleghem: kurt.vanbelleghem@kdg.be
ნატა ნიკოლეიშვილი: nata.nikoleishvili@art.edu.ge
პროექტის ინიციატორ პროფესორებთან შეხვედრები შედგება 31 მარტი -3 აპრილის ვორქშოფზე.
დანართში იხილეთ პროექტის კონცეპციის აღწერა.
კურსს წარმოგიდგენთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center კურსს გაუძღვება პედაგოგი, მხატვარი თევდორე (თეო )მუხიგული.
დარჩენილია 2 ადგილი!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულზე

The Kharkiv State Academy of Design and Arts KSADA- თსსა მედია ხელოვნების მიმართულების პედაგოგიურ პერსონალსა და სტუდენტებს KSADA-ს უნივერსიტეტი იწვევს ყოველწლიურ სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

საჭირო ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ ფაილში

481245406_1078224214343363_4698234764910356100_n

მიდინარე წლის 25 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (II სართული), დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან – ერასმუს მობილობებისა და საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში.