1. |
  2. სიახლეები-საერთაშორისო
  3. |
  4. Page 6

მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში

13-17 მაისი, 2024 – მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში.
2017 წლიდან დღემდე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტსა და ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტს შორის, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა ერასმუს მობილობა უწყვეტად მიმდინარეობს. 13-17 მაისს, ლიხტენშტეინში, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნესტან წიკლაური იმყოფებოდა.
წლების განმავლობაში, გაცვლით პროგრამებში მონაწილე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. არქიტექტურის ფაკულტეტის კოორდინატორი, ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის მიმდინარე RIBA-ს აკრედიტაციების მოსამზადებელ პროცესებში, პრაქტიკული კუთხით გახლდათ ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორსა და ფაკულტეტის დეკანთან, ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა ინტერკულტურულ ჯგუფთან. განხილულ იქნა, სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ერასმუს კვირეულის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო პროექტები პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.

ERASMUS
ქალაქ ანტვერპენის – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი, 23 მაისს შეხვდნენ ასევე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, პედაგოგებსა და სტუდენტებს

ERASMUS
23 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, გაცნობითი ვიზიტით ესტუმრნენ ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის Karel de Grote University of Applied Sciences, Arts St Lucas School of Arts – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები: კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი. სტუმრები შეხვდნენ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და მიმართულებების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს

ERASMUS
22 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, გაცნობითი ვიზიტით ესტუმრნენ: ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის Karel de Grote University of Applied Sciences, Arts St Lucas School of Arts – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები – კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი. სტუმრები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ვიცე-რექტორებს, დიზაინის ფაკულტეტის დეკანსა და შვიდივე მიმართულების ხელმძღვანელებს. ასევე, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს.

442435841_861666565999130_4032875766848277296_n

ERASMUS
13-17 მაისს, თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტში, ერასმუს თანამშრომლობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გიორგი პაჭკორია. პროფესორმა კოლეგებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა 5 დღიანი ვორქშოფი

ERASMUS
23 მაისი, 2024 წელი
▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა ქალაქ კიოლნის – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი იოხან ზიგმუნდი. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსა რექტორი და არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლები. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა სამომავლო პარტნიორულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში – სამხატვრო აკადემიასა და Cologne University of Applied Sciences შორის.

13-17 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი, ქალაქ სოფიას ეროვნული აკადემიის მოწვევით, ბულგარეთში, მობილობით იმყოფებოდა, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, პროფესორი ოთარ ჩაკვეტაძე. მან ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის, შეხვდა სოფიის აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, გამართა მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ერასმუს მობილობების შესახებ

7-10 მაისი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის ფერწერის მიმართულების სამაგისტრო საფეხურის პროგრამის პროფესორი Hubert Bujak. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი შეხვდა თსსა რექტორს, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და თსსა წარმომადგენლებს, გაეცნო თსსა სასწავლო პროგრამებს და ჩაატარა პრეზენტაცია და ვორქშოფი ფერწერისა და გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ

23 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ეწვია თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის Joanna Żedzik ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო თსსა საკადრო პოლიტიკას, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრუქტურას შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ

დრეზდენის საერთაშორისო პლენერის, გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, გამოავლინა ორი გამარჯვებული კონკურსანტი – “Palais Sommer 2024”-ისთვის.
გამარჯვებულები არიან, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის მიმართულების IV და III კურსის სტუდენტები: მარიამ ოკრიბელაშვილი და მათე ცქვიტინიძე. 2024 წლის ივლისში ისინი გაემგზავრებიან დრეზდენში, პლენერზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს და ჩაერთვებიან გამოფენაში “კულტურა.სინქრონი”.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ წარმატებას!