1. |
  2. სიახლეები-საერთაშორისო
  3. |
  4. Page 8

თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამა

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული,
ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები

გამოცხადებულია ორი კონკურსი:
საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/ ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტი

Edited

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში კვლავ აგრძელებს სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით ონლაინ საჯარო ლექციების სერიას.
2024 წლის თებერვლის თვის მთავარი თემაა აფრო-ამერიკული ისტორია.
ვირტუალური შეხვედრის თემაა: სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის აფრო-ამერიკელი მხატვრების კოლექცია.
აფრო-ამერიკელი მხატვრების მიერ დანახული და მათ ნამუშევრებში გადატანილი სოციალური თემები – სამოქალაქო უფლებები, ბრძოლა თავისუფლებისათვის, სოციალური ცვლილებები და სხვა.
პრეზენტაციას წარადგენს სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის პრეზენტატორი ლილიან ო‘კონელი.

შეხვედრის თარიღი
23 თებერვალი 2024
შეხვედრის დრო
საქართველოს დროით საღამოს 5 საათი (17:00 სთ.)

შეხვედრის ბმული და დეტალები
Meeting ID
160 798 5155
Security Passcode278068
Invite Link https://statedept.zoomgov.com/j/1607985155?pwd=bDh3cXl1QWsxMzhQNjh0TEk5U0hDUT09
შეხვედრა ინტერაქტიურია. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და ხედვა პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე.

 

19 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას,
სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის „SKIA“ ს ფარგლებში, ესტუმრნენ TH Köln – University of Applied Sciences არქიტექტურის მიმართულების პროფესორები, Prof. Fabian Storch და Prof. Dr.-Ing. Arne Artist.
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფსა და პროფესორებს უმასპუნძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ყარამან ქუთათელაძემ.
შედგა შეხვედრა საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე ერასმუს პარტნიორობის ფარგლებში. თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, ბატონი ირაკლი პირმისაშვილი და მიმართულების სტუდენტები იმიტირებული ლექციით დახვდნენ კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფს, გააცნეს მათ სტუდიური მუშაობის ასპექტები, მოხდა გამოცდილების გაზიარება. სტუმრებმა მოინახულეს სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზები.

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთს შემდეგი 2 მოთხოვნიდან:
1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან კითხულობდეს ლექციებს, ან მუშაობდეს კვლევითი მიმართულებით.
2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას: ატარებს ლექციებს ან მუშაობს კვლევითი მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან – მ.წ 6 მარტის ჩათვლით.
განახცადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y
დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ტელ: +82-2-880-2519 E-mail: intlscholarship@snu.ac.kr
7 თებერვალი, 2024

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდნენ ერასმუს+ პროგრამის ახალი დირექტორი და ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი – მარიამ სულაშვილი და პროგრამის მენეჯერი, თამარ კანდელაკი. შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, პროფესორ ყარამან ქუთათელაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებთან.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადების მიზნით,  სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობის მიზნით.   პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია სახელმწიფო მოხელე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან ექვივალენტი, ან უფრო მაღალი დონე), დაწესებულების უფროსი მენეჯერი, უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, პროგრამასთან შესაბამისი მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე. განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 აპრილამდე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებგვერდზე
http://studyinchina.csc.edu.cn/#/login
https://shorturl.at/KLQ14

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს  კონკურსი “European Research Framework Programs and other European research initiatives (Bridge2ERA-EaP)”.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს  კონკურსის  მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევითი პარტნიორების ინტეგრირება ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA) ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური პროექტების მეშვეობით. აღსანიშნავია, კონკურსის ფარგკლებში დაფინანსდება საერთაშორისო პროექტები, რომლებიც პარტნიორებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ ორმხრივი ან მრავალმხრივი კონსორციუმები ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის საფუძველზე. რაც შეეხება კონკურსთან დაკავშირებულ ხარჯებს, გერმანული მხარე ფარავს მკვლევრების მოგზაურობის, ვორკშოპებისა და პროექტის ფარგლებში არსებული საჭირო რესურსების ხარჯებს. გრანტები გაიცემა პროექტის დაფინანსების გზით, როგორც დაუბრუნებელი სუბსიდია. როგორც წესი, თითო პროექტზე გაიცემა მაქსიმუმ 40,000 ევროს ოდენობის გრანტი, 24-დან მაქსიმუმ 36 თვემდე ვადით. პირველ ეტაპზე პროექტის მონახაზი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს: 2024 წლის 13 მარტისა, ან 2024 წლის 25 სექტემბრისა.