1. |
  2. სიახლეები-საერთაშორისო
  3. |
  4. Page 4

სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში (EU & NATO)

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/
იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ.
ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა ვორქშოფები 5 დღის განმავლობაში

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია,
22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს.
ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი.
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at
კონტაქტი: office@summeracademy.at

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება.
ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი.
დეტალები იხილეთ ბმულზე

12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

436210077_832569115575542_3486028903345766018_n

12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი.

გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან:
DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove.
Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom.
Valiant comics – Solar.
Publishers: Edgar Rice Burroughs Inc. – Tarzan. Marvel&DC Comics.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებს გელოდებით:
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, აუდიტორია N709.
დასაწყისი: 12:30 სთ

8 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ესტუმრა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორი ქ-ნი ზუზანა დირდა. პროფესორმა მოინახულა გრაფიკის მიმართულების სტუდიები, გაეცნო სასწავლო პროცესს, შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, მიმართულების ხელმძღვანელს და აკადემიის სხვა წარმომადგენლებს

3 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტს სტუმრობდა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – ესპანეთის, კასტელონის უმაღლესი ხელოვნების სკოლის – EASD Castello ვებ-დიზაინის პროფესორი, გემა გრაცია დელ ოლმო. სტუმარი შეხვდა თსსა რექტორს, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებს. დაიგეგმა მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავება

29 მარტი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა აზერბაიჯანის, ბაქოს კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი – გულგეირან რაჰიმოვა. შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ტექსტილის დიზაინის და რესტავრაციის მიმართულების პროფესორებთან, დაიგეგმა ტექსტილის რესტავრაციის პროგრამის შექმნა და დანერგვა