სტუდენტთა ერასმუს მობილობა – ხელოვნების ისტორიის და თეორიის მიმართულების სტუდენტებისთვის – ავსტრია, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში Catholic Private University Linz.
2023 წლის შემოდგომის სემესტრში ერთ-სემესტრიანი ერასმუს მობილობისთვის, თსსა რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების მიერ ნომინირებულ იქნა ორი IV კურსის სტუდენტი: მარიამ ქათამაძე, მარიამ ხუბულაშვილი. ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორივე სტუდენტი მიღებულ იქნა ერასმუს მობილობაზე 2024 წლის შემოდგომის სემესტრში (ინგლისურენოვანი პროგრამები უცხოელი სტუდენტებისთვის გამოცხადდა 2024 წ. შემოდგომის სემესტრში).
შიდა კონკურსი “ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შიდა კონკურსი “ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“ საკონკურსო დებულება კონკურსის მიზანია: ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიდან შეირჩეს შვიდი საუკეთესო ქანდაკების ესკიზი თემაზე “თავისუფლება“; ნამუშევრები შესრულდება ლევილის მამულის ტერიტორიაზე სამი კვირის განმავლობაში; მასალა: რკინა (შავი მეტალი). დასრულებული ნამუშევრები განთავსდება ლევილის მამულის ტერიტორიაზევე. კონკურსის პირობები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების […]
ერასმუს მობილობის კონკურსი – კასტელო, ესპანეთი, მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის- მულტიმედიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – კასტელოს (ესპანეთი) ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · CV . პორტფოლიო ინგლისურ ენაზე · ნიშნების […]
უწყვეტი განათლების კურსები
• თავისუფალი ხატვის კურსი ქართულ და ინგლისურ ენაზე 1.თავისუფალი ხატვის კურსი (სასწავლო ენა- ქართული) კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს თავისუფალი ხატვის დისციპლინა ფანქარსა და ნახშირში, გააცნოს სამუშაო მასალების გამოყენების ტექნიკა. კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ როგორც თემატურ, ასევე თავისუფალ კომპოზიციებს და დამოუკიდებლად შეძლებენ შესწავლილი ტექნიკის საშუალებით შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნას ფანქარსა და ნახშირში. კურსის მოცულობა: 40 აკადემიური საათი; […]