1. |
  2. 2024

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები

გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები:  სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია  –  2024  წლის 19 აგვისტოდან  4 სექტემბრის ჩათვლით; გამოცდა უცხო ენაში – 2024  წლის 9-10  სექტემბერი;  გამოცდები სპეციალობაში – 2024  წლის 12-13  სექტემბერი; გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 2024  წლის 18  სექტემბერი;  სააპელაციო განცხადებების მიღება-განხილვა – 2024  წლის 19-20  სექტემბერი; გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის […]

მობილობა – 2024 წლის შემოდგომის სემესტრი

ბრძანება გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების შესახებ ბრძანება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და წინაპირობების დამტკიცების შესახებ

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში – 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00 სთ, პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში – 2024 წლის 29 აგვისტოს 11:00 სთ. გაეცანით დანარჩენ პროცედურებს: მობილობის […]

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი. დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, […]

უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი

სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი. 10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები. კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი; კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია

10 ივლისი, 2024 წელი დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აღნიშნული ნამუშევრები, ფორმების პლასტიკისა და დაფერვის განსხვავებული ტექნიკებით შესრულებული ნიმუშებია. სწავლის პროცესში, სტუდენტები ეუფლებიან თიხის ამოყვანის ტექნიკას და ზედაპირის დამუშავების სპეციფიკას. ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტის – ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების […]

მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაცია აკადემიაში

1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი. ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის […]

მხატვრული მინის კურსის შემაჯამებელი გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი, წარმოგიდგენთ მხატვრული მინის შემსწავლელი კურსის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენას. მონაწილეები: ოლღა მაჩაბელი ქეთევან კავილაძე ლილი ბეგიაშვილი ნინო ხარაძე ირმა კოხრეიძე ლელა კაციაშვილი ნათია მერაბიშვილი კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია გამოფენის გახსნა: 10 ივლისი 16:00-18:00 სთ. მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22

სტუდენტების საყურადღებოდ! ლექცია “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”

8 ივლისს, 17:00 საათზე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზების საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართება სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის – მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის პროფესორის – Ermes Invernizzi ლექცია თემაზე “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”. (Architectural design and memory: about the “Scuola di Milano”)

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”

27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”. ▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე ▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, […]