1. |
  2. 2024
  3. |
  4. მარტი

სტუდენტების საყურადღებოდ! იტალიური ენის პრაქტიკული კურსი.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უცხო ენათა ჩამონათვალში ემატება იტალიური ენის პრაქტიკული კურსი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიღებული კრედიტები, აღიარებული იქნება დამატებით კრედიტად. იტალიური ენის კურსს გაუძღვება იტალიის საელჩოს განათლების ატაშეს, პროფესორ ორნელა სპანოს მიერ წარმოდგენილი ლექტორი. სასწავლო პროგრამის წარმართვისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადმოგვცემს იტალიის სახელმწიფო, რაც განთავსდება სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში. დაინტერესებულ სტუდენტებს, […]

კონკურსის “ახალი აღთქმის იგავი” დაჯილდოვების ცერემონია და გამოფენა

28 მარტი, 2024 საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული კონკურსის “ახალი აღთქმის იგავი” დაჯილდოვების ცერემონია და გამოფენა – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის შედეგად, ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული.

აბსტრაქტული ფერწერის კურსი

კურსის მიზანია მსმენელები დაეუფლონ ხატვის პროცესს, შეისწავლონ თავისუფალი მუშაობა სასურათე სიბრტყეზე და განავითარონ ფერწერის ტექნიკა. შეასრულონ აბსტრაქტული კომპოზიციები ტილოზე და ქაღალდზე აკრილის საღებავებით. კურსის მოცულობა- 48 აკადემიური საათი; მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (შაბათი – 12:00-14:30 სთ; კვირა – 12:00:14:30 სთ); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე: ა. გრიბოედოვის ქ. #22 კურსს გაუძღვება: მოწვეული პედაგოგი, მხატვარი […]

მხატვრული კერამიკა (რაკუს ექსპერიმენტული გამოწვის ტექნიკები)

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს მხატვრული კერამიკის საფუძვლების, ასევე გამოწვის განსხვავებული ტექნიკების (რაკუ, აბვარუ) შესწავლა. კურსი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვისაც გააჩნია გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია. კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი; მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში სამჯერ: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 11:00-15:00 სთ; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე: ვ. გაბაშვილის ქ. […]

მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მხატვრული მინის დამზადების ტექნოლოგია აინტერესებს. კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან მინის მოცულობითი (სამკაული, ზარდახშა) და სიბრტყობრივი ნამუშევრების (სურათი, ჩარჩო) დამზადებას. კურსის მოცულობა- 36 აკადემიური საათი; მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 19:00-21:45 სთ; შაბათი – 18:00 -20:45სთ); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე: ვ. გაბაშვილის ქ. N10 (ვაკის რაიონი); კურსს გაუძღვებიან: […]

გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გეპატიჟებით თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ცნობილი ოსტატის, გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. გამორჩეული ხელოვანის და არაჩვეულებრივი პედაგოგის ნამუშევრები, წლების განმავლობაში იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იყო არაერთი სოლო თუ ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის ღირსების ორდენი. გახსნა: 10 აპრილი, 16:00 […]

გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, Exhibition design-ს სამაგისტრო პროგრამის პროფესორი Sigrid Bursmayr-ის ვიზიტი

25-28 მარტს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების და მედია ხელოვნების ფაკულტეტებს ეწვია სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – ავსტრიის, ქ. გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, Exhibition design-ს სამაგისტრო პროგრამის პროფესორი Sigrid Bursmayr. 25 მარტს, ავსტრიელი პროფესორი შეხვდა თსსა რექტორს, პროფესორ ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 26 მარტს […]

მე-2 სემესტრში სწავლის საფასურის გადახდისთვის დამატებითი ვადები

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2023-2024 სასწავლის წლის მე-2 სემესტრში სწავლის საფასურის გადახდისთვის დამატებითი ვადები.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსი

ქალაქ თბილისში, მერაბ კოსტავასა და ტყვარჩელის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში (ს/კ: 01.10.13.040.122) აკაკი ჩხენკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები

ფოტო, ანიმაცია – საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა

კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. საკონკურსო პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა. კონკურსისთვის გამოყოფილია 800 000 ლარი. კონკურსის მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი […]