აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ღია კარის დღეები

მიმდინარე წლის 13, 14 და 15 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება ღია კარის დღეები! გთხოვთ, მოინიშნოთ შემდეგი განრიგი: სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტუნიენტებს, ველოდებით 13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში! არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს ველოდებით 14 მარტს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში! […]