“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and
do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive
Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”
პროექტი
“კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში –
კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS) ”
პროექტი 2022 წელს დაფინანსდა ევროკავშირის, ერაზმუს+ ინსტიტუციური
განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში და წარმოადგენს
პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტის. პროექტის
კოორდინატორი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია პროექტში პარტნიორი უმაღლესი სკოლის
სტატუსით მონაწილეობს.
პროექტის მიზანია, ქართულ უმაღლეს სკოლებში კვლევითი კულტურის
სისტემური გაუმჯობესება და დასავლურ სტანდართებთან მათი დაახლოება.
პროექტი საუკეთესო ევროპული სამეცნიერო სტანდარტების დანერგვით,
მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი
ორგანიზაციების კვლევითი საქმიანობის, კვლევის ეთიკის, კვლევების
კეთილსინდისიერად წარმართვისთვის აუცილებელი სტრუქტურებისა და
კვლევით გარემოს გაუმჯობესებაში.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტის დისიმინაცია ხდება:
სამხატვრო აკადემიის ადოქტორო პროგრამების ფარგლებში, კვლევით
ერთეულებში, ფაკულტეტებზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის ხელშეწყობა.
კეთილსინდისიერი კვლევითი პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი
გარემოს ფორმირება
მკვლევართა და კვლევითი გარემოს მხარდამჭერი სერვისების განვითარება
სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტის გადახედვა,
კვლევის კეთილსინდისიერების მოდულის (ვრცელი ციფრული სასწავლო
კურსის MOOC) შექმნა;
მკვლევრების და კვლევის დამხმარე პერსონალის ტრენინგები;
კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის კოდექსისა და სხვა თანმხლები
დოკუმენტაციის შექმნა/განახლება
კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბება,
პროექტის კოორდინატორი:
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
2. ჩარლზის უნივერსიტეტი
3. მასარიკის უნივერსიტეტი
4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები საქართველოში:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში:
4. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. კავკასიის უნივერსიტეტი
7. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
8. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
პროგრამის განაცხადი: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3
პროექტის ნომერი: 101082546
პროექტის ხანგრძლივობა: 48 თვე (01/02/2023 – 31/01/2027)
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS ფარგლებში
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ განხორციელებული
აქტივობები:
1. ტრენინგების ციკლი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების
საკითხებში აკადემიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის
2. ტრენინგების ციკლი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების
საკითხებში სამხატვრო აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის და
აკადემიური პერსონალისთვის
3. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ETHICS” კონსორციუმის მეორე
საერთაშორისო შეხვედრა
4. სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული მრგვალი მაგიდა თემაზე “ხელოვნური
ინტელექტი – განვრცობა კულტურაში”
5. სამხატვრო აკადემიის მკვლევრების და კვლევის დამხმარე პერსონალის
ტრენინგები
6. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ETHICS” პირველი ეროვნული
შეხვედრა