მიმართულებები

1967 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვროა კადემიაში დაარსდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც წლების განმავლობაში იყო პროფესორი ლევან რჩეულიშვილი. დაარსებიდანვე ფაკულტეტს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ქართული ხელოვნების კვლევის წამყვან ცენტრთან–გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, რომლის წამყვანი მეცნიერები (ვახტანგ ბერიძე, გაიანე ალიბეგაშვილი, ნათელა ალადაშვილი, მერი კარბელაშვილი, კიტი მაჩაბელი, ნოდარ ჯამბერიძე, ლეილა ხუსკივაძე, იუზა ხუსკივაძე და სხვ.) წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ამ ფაკულტეტის სტუდენტებს. თავის მხრივ, აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც შეავსეს ინსტიტუტის თანამშრომელთა რიგები და დღეს ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან. თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა დარგის განვითარებისათვის. დღეს თსსა-ს ინსტიტუტთან, ამჯამად გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრთან, გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კვლავ გრძელდება ტრადიციული თანამშრომლობა. ფაკულტეტი, თითქმის 50 წელია, ამზადებს ქართული ხელოვნების მკვლევარებს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე აღიარება აქვთ მოპოვებული.

საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნების ისტორია და თეორია“

ხელოვნების ისტორია ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული სამეცნიერო დისციპლინაა, რადგან საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით უმდიდრესი ქვეყანა გახლავთ და ამ მემკვიდრეობის შესწავლა და მისი კვლევა ჩვენი იდენტობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ხელოვნების ისტორიის შესწავლა და კვლევაა თბილსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პროირიტეტი. ამ საქმეს ემსახურება 1967 წელს აკადემიაში დაფუძნებული, თავდაპირველად ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ამჟამად კი რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, რომელიც ქართული ხელოვნების ძეგლთა მხატვრული ღირებულების შემსწავლელ სამეცნიერო და ასევე ხელოვნების ისტორიკოსთა აღმზრდელ პედაგოგიურ ცენტრს წარმოადგენს და რომელიც აგერ უკვე 50 წელზე მეტია ზრდის ხელოვნებათმცოდნეებს და აგრძელებს გ. ჩუბინაშვილის სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ტრადიციებს. 

ამ ფაკულტეტზე შემუშავებული საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნების ისტორია და თეორია“ მიზნად ისახავს აღზარდოს ხელოვნების ისტორიკოსი, რომელსაც ექნება საბაზისო ცოდნა ხელოვნების ისტორიაში. საბაზისო ცოდნა მოიცავს როგორც მსოფლიო ხელოვნების, ისე ქართული ხელოვნების ისტორიის განვითარების გზებს უძველესი დროიდან დღემდე; ასევე მოიცავს ხელოვნების დარგების, ჟანრებისა და ხელოვნების თანამედროვე ფორმების შესახებ ცოდნას; სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისათვის დამახასიათებელი სახვითი საშუალებების ანალიზის ანუ ფორმის ანალიზის მეთოდების ცოდნასა და მათ გამოყენებას, ხელოვნების ნიმუშის კონტექსტში ჩასმას. 

სამაგისტრო პროგრამა “ხელოვნების ისტორია და თეორია”

საქართველო, რომელიც მდიდარია თავისი კულტურული მემკვიდრეობით და ასევე გამოირჩევა ძალზე აქტიური თანამედროვე სახელოვნებო პროცესებით ძალზე

მდიდარ საკვლევ მასალას სთავაზობს ჰუმანიტარული სფეროს მკვლევარებს.

ქართული სახელოვნებათცოდნეო სკოლა აგერ უკვე 100 წელზე მეტია სწავლობს

ქართულ ხელოვნებას, თუმცა, ცხადია, საკვლევი და შესასწავლი, გასააზრებელი და გასაცნობიერებელი ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია. შორეული თუ უახლესი

ქართული ხელოვნების კვლევა ძალზე აქტუალურია არ მარტო თავად ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით, არამედ თვითრეფლექსიისათვის, საკუთარი კულტურის რაობის, ხასიათის და მისი ადგილის გააზრებისათვის დღევანდელი გლობალური მსოფლიოს კონტესტში. წინამდებარე პროგრამა სწორედ ამ მიზანს ამსახურება. ის მოიცავს ქართული ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს: ძველსა და

თანამედროვე (XIX-XXI სს) ქართული ხელოვნების ისტორიას. ეს ორი ეტაპი

პროგრამაში ორი კონცენტრაციის სახითაა წარმოდგენილი.

პროგრამა ავითარებს როგორც ფართო, აგრეთვე, ნიშანდობლივ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების დარგობრივ კომპეტენციებს. თითოეული პროგრამული კონცენტრაცია შეიცავს კონკრეტულ კვლევით პრობლემატიკას. ამასთანავე, მათ აერთიანებთ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, კვლევის თანამედროვე მეთოდთა სპეციფიკა და პრინციპები.

სამაგისტრო პროგრამა “მუზეუმმცოდნეობა”

პროგრამა მოიცავს მუზეუმმცოდნეობის სამაგისტრო სპეციალობის ფუნდამენტურ საკითხებს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ სტრუქტურას, წინაპირობებსა და მეთოდოლოგიას. პროგრამის ფარგლებში განიხილება თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტის ძირითადი ასპექტები, კოლექციების მართვა, კონსერვაცია და ინტერპრეტაცია, საგამოფენო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო პროგრამები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამუზეუმო მარკეტინგი და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს ამ კრიტიკული საკითხების შესწავლას და ანალიზს იმ დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინებიდან მიღებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა პედაგოგიკა, თანამედროვე ხელოვნების ისტორია და კულტუროლოგიის საფუძვლები. ეს ინტერდისციპლინური მიდგომა გადამწყვეტია ქვეყნის მუზეუმების ინტეგრაციისთვის გლობალურ სამუზეუმო სივრცეში.

თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის გადაცემასთან ერთად, პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართვას სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში, რაც მათ გამოუმუშავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა ტიპის სამუზეუმო აქტივობების განხორციელებისა და 21-ე საუკუნის მუზეუმების გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით.

სამაგისტრო პროგრამახელოვნება, კულტურა, იდენტობები”

დღეს უკვე დადგა საკითხი ქართული კულტურა შესწავლილ იქნას როგორც საკუთარი საზრისის, საკუთარი ცენტრის მქონე ფენომენი (კულტურის ლოკალურ თეორიებზე დაყრდნობით). ამდენად, სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს ქართული კულტურის ინტეგრირებულ კვლევას.  ამისათვის, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იქნება კვლევის შესაბამისი მეთოდილოგიური ფორმები.

პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, დასავლეთში კულტურის კვლევების ფარგლებში შემუშავდა არადასავლურ კულტურათა შესწავლის გარკვეული ფორმები, კვლევის მეთოდები. ტრადიციული დისციპლინები კი ძირითადად ეყრდნობიან კლასიკურ კანონებს, რაც ასევე  წარმოადგენს ტრადიციული დასავლური კულტურის კვლევის ფორმას. ეს პროგრამა კი  შექმნის ქართული კულტურის შესწავლისათვის  არა მონოდისციპლინური კვლევის კლასიკურ მეთოდოლოგიურ ბაზაზე დამყარებულ პრაქტიკას, არამედ  კულტურის მეცნიერებების  ჰოლისტურ გაგებაზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინური  მეთოდებით განხორციელებულ კვლევებს.

წარმოდგენილი  სამაგისტრო  პროგრამა   გულისხმობს  ამ ტიპის კვლევებისა და კლისიკური  მეთოდოლოგიის გამოყენების ორგანული შეერთებით განახორციელოს ქართული კულტურის კვლევა. კონკრეტული ნაწარმოები, სტილი, მიმართულება, მხატვრის შემოქმედება თუ  ნებისმიერი მხატვრული მოვლენა გაიაზროს ზოგადკულტუროლოგიურ ჭრილში, განიხილოს იგი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა ფართო კონტექსტში. ამ მეთოდოლოგიის გამოენებით კულტურის ფენომენთა გააზრება და შესწავლა არაერთი  დისციპლინის ფარგლებში   აფართოებს ქართული კულტურის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობებს. 

სადოქტორო პროგრამა “ კულტურის კვლევები (თანამედროვე ვიზუალური კულტურა და მედიაკომუნიკაციები)”

ინფორმაციული ცივილიზაციის ერამ მეცნიერება ახალი პარადიგმატული ჩარჩოების მონიშვნის საჭიროების წინაშე დააყენა. უახლესი ეპოქის კულტურის რეჟიმი, გლობალური კულტურული პროცესები ინფორმაციული კულტურის პარადიგმაში მოექცა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე ეპოქას საინფორმაციო რაციონალიზმის ეპოქას უწოდებენ (იურგენ ჰაბერმასი) და მას განიხილავენ, როგორც ინფორმაციული ექსტაზის მდგომარეობას (ჟან ბოდრიარი), აშკარა ხდება, რომ ადამიანი საინფორმაციო სივრცის მოქალაქედ იქცა (ჟ. ბოდრიარი). კულტურის ახლებურ რეჟიმს, რომელსაც პირობითად, ინფორმაციულ ცივილიზაციას უწოდებენ, დღეს დიდწილად ვიზუალური ინფორმაცია ქმნის. თანამედროვე საინფორმაციო სივრცე, პირველ რიგში, ვიზუალურ ნიშანთა სისტემით, საკომუნიკაციო და მედიალური ტექნოლოგიებით არის შექმნილი და ნიშან- სიმბოლოებით ავლენს თავს. ვიზუალური სიმბოლო წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთგვარ ანბანს, რომლის მეშვეობითაც ხდება უახლესი თანამედროვე სინამდვილის კონსტრუირება და რეკონსტრუირება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ადამიანის „ხელით“ მუდმივად კვლავწარმოებადი ინფორმაციული კულტურა უკუზემოქმედების ძალის მქონეა, რამდენადაც თანამედროვე ინფორმაციულ სივრცეში ტრანსლირებული ვიზულური ნიშანთა სისტემები და სურათ-ხატები თავად ახდენენ ცნობიერების „ახალი მოდელის“ კონსტრუირებას და აჩქარებენ ცნობიერების ტრანსფორმირების პროცესს. ისტორიის ეს გამოწვევა თანამედროვე „ტრანსფორმირებული“ ადამიანის თვითრეფლექსიის უპირობო ამოცანაა. მედიის მიერ კულტურის ახალი ველის შექმნა საყოველთაო მოვლენაა, ის მოქმედებს და ასტრუქტურირებს ადამიანის მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. ეს პროცესი ჩვენშიც ძალზე აქტიურად მიმდინარეობს და უცილობლად საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, გაანალიზებას; მასზე რეფლექსირება კი მოითხოვს ინტეგრირებულ სწავლებას და თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნასა და კვლევისას მათ ეფექტურად გამოყენებას. სწორედ ამაზეა ორიენტირებული სადოქტორო პროგრამა კულტურის კვლევები (თანამედროვე ვიზუალური კულტურა და მედიაკომუნიკაციები).

სადოქტორო პროგრამასახელოვნებათმცოდნეო კვლევები (ქართული ხელოვნების ისტორია)”

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქართული ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევა და ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნა წარმოადგენს. სახელოვნებათმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანი ძველი  და ახალი ქართული ხელოვნების კვლევაა, რაც სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სადოქტორო პროგრამის ამოცანაა ჰუმანიტარული მეცნიერებების ერთ-ერთი დარგის – ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში თანამედროვე მკვლევარის აღზრდა და მისი მომზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

პროგრამა ავითარებს როგორც ფართო, აგრეთვე, ნიშანდობლივ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების დარგობრივ კომპეტენციებს. 

დღეს უკვე დადგა საკითხი ქართული კულტურა შესწავლილ იქნას როგორც საკუთარი საზრისის, საკუთარი ცენტრის მქონე ფენომენი (კულტურის ლოკალურ თეორიებზე დაყრდნობით). ამდენად, სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს ქართული კულტურის ინტეგრირებულ კვლევას.  ამისათვის, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იქნება კვლევის შესაბამისი მეთოდილოგიური ფორმები.

პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, დასავლეთში კულტურის კვლევების ფარგლებში შემუშავდა არადასავლურ კულტურათა შესწავლის გარკვეული ფორმები, კვლევის მეთოდები. ტრადიციული დისციპლინები კი ძირითადად ეყრდნობიან კლასიკურ კანონებს, რაც ასევე  წარმოადგენს ტრადიციული დასავლური კულტურის კვლევის ფორმას. ეს პროგრამა კი  შექმნის ქართული კულტურის შესწავლისათვის  არა მონოდისციპლინური კვლევის კლასიკურ მეთოდოლოგიურ ბაზაზე დამყარებულ პრაქტიკას, არამედ  კულტურის მეცნიერებების  ჰოლისტურ გაგებაზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინური  მეთოდებით განხორციელებულ კვლევებს.

წარმოდგენილი  სამაგისტრო  პროგრამა   გულისხმობს  ამ ტიპის კვლევებისა და კლისიკური  მეთოდოლოგიის გამოყენების ორგანული შეერთებით განახორციელოს ქართული კულტურის კვლევა. კონკრეტული ნაწარმოები, სტილი, მიმართულება, მხატვრის შემოქმედება თუ  ნებისმიერი მხატვრული მოვლენა გაიაზროს ზოგადკულტუროლოგიურ ჭრილში, განიხილოს იგი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა ფართო კონტექსტში. ამ მეთოდოლოგიის გამოენებით კულტურის ფენომენთა გააზრება და შესწავლა არაერთი  დისციპლინის ფარგლებში   აფართოებს ქართული კულტურის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობებს. 

პედაგოგები:
ანა კლდიაშვილი, პროფესორი
ნინო ღაღანიძე, პროფესორი
ნინო ჭოღოშვილი, პროფესორი
მზია ჯანჯალია,  ასოცირებული პროფესორი
თამარ ხუნდაძე, ასოცირებული პროფესორი
ლელა ფირალიშვილი, ასოცირებული პროფესორი
თამარ ბელაშვილი, ასოცირებული პროფესორი
დავით ხოშტარია, ასოცირებული პროფესორი
ლიანა ანთელავა, ასოცირებულიპროფესორი

მაია იზორია, ასოცირებული პროფესორი
თამთა თამარ შავგულიძე, ასისტენტ პროფესორი
ეკატერინე ბაღდავაძე, ასისტენტ პროფესორი