1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. მედია ხელოვნება
  5. |
  6. სიახლეები – მედია ხელოვნება

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”

27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”.
▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე
▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, კონსტანტინე თორია, გაბრიელ ჯავახაძე, ლუკა ხოჭოლავა, გვანცა შუბითიძე, ლუკა ლაშქარაშვილი, ელენე ერემეიშვილი, ხატია ფირცხალაიშვილი, მეგი ებანოიძე, ელენე კალატოზიშვილი.

27-28 ივნისს, 15:00 ზე გეპატიჟებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის,
მედიახელოვნების ფაკულტეტის მე-3 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – 507 აუდიტორია
ხელმძღვანელი თამარ დარსაველიძე

ERASMUS
ქალაქ ანტვერპენის – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი, 23 მაისს შეხვდნენ ასევე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, პედაგოგებსა და სტუდენტებს

3 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტს სტუმრობდა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – ესპანეთის, კასტელონის უმაღლესი ხელოვნების სკოლის – EASD Castello ვებ-დიზაინის პროფესორი, გემა გრაცია დელ ოლმო. სტუმარი შეხვდა თსსა რექტორს, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებს. დაიგეგმა მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავება

25-28 მარტს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების და მედია ხელოვნების ფაკულტეტებს ეწვია სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – ავსტრიის, ქ. გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, Exhibition design-ს სამაგისტრო პროგრამის პროფესორი Sigrid Bursmayr.
25 მარტს, ავსტრიელი პროფესორი შეხვდა თსსა რექტორს, პროფესორ ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 26 მარტს მან ჩაატარა ლექცია/პრეზენტაცია ‘Exhibition design’-ის სამაგისტრო პროგრამის შესახებ; 27 მარტს კი იგეგმება მასტერკლასი მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თემაზე “შემოქმედებითი პორტფოლიო”

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი

კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო

წლის შემოდგომის სემესტრისთვის – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში

გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ

შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

· CV

. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე

· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)

· მოტივაციის წერილი

· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის

დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.

. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ

განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

ბოლო ვადა: 12/04/2024

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

ანიმაციური კინოს სცენარებისა და პროექტების განვითარების პლატფორმა, CEE Animation, იწყებს ანიმაციური კინოს სტუდენტებისა და ანამაციაში მომუშავე ახალგაზრდა ტალანტების პროექტების მიღებას, ანიმაციური კინოს პროექტების განვითარებისა და ფიჩინგების ლაბორატარიის 2024 წლის გამოშვებისათვის, Rise and Shine 2024.
მიიღება სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტები განვითარების ნებისმიერ სტადიაზე (მომავალი ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 20 წუთი)
პროექტების ლაბორატორიის ფიჩინგები გაიმართება ანიმაციური კინოს საერთაშორისო ფესტივალების Animafest Zagreb და Animatake ფარგლებში. გამარჯვებული პროექტები მიწვეულები იქნებიან CEE Animation Forum 2025 წლის გამოშვებაში
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 31 მარტამდე
აპლიკაციის ფორმა:

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის- მულტიმედიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – კასტელოს (ესპანეთი) ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló
გთხოვთ, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით

დეტალები იხილეთ ბმულზე