1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. მედია ხელოვნება
  5. |
  6. სიახლეები – მედია ხელოვნება

KSADA- თსსა მედია ხელოვნების მიმართულების პედაგოგიურ პერსონალსა და სტუდენტებს KSADA-ს უნივერსიტეტი იწვევს ყოველწლიურ სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

The Kharkiv State Academy of Design and Arts KSADA- თსსა მედია ხელოვნების მიმართულების პედაგოგიურ პერსონალსა და სტუდენტებს KSADA-ს უნივერსიტეტი იწვევს ყოველწლიურ სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

საჭირო ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ ფაილში

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მედია ხელოვნების ფაკულტეტი -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz: https://www.fh-joanneum.at/architektur/master/en/
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
ბოლო ვადა: 15/04/2025
საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.
გთხოვთ, სტუდენტთა ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ თანდართულ ბმულზე: https://art.edu.ge/%e1%83%94%

საკონკურსო პირობები

 ვაკანსიის დასახელებამედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – მედიახელოვნება/ციფრული მედია

ადგილების რაოდენობა: 1

  • შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასა, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის განმავლობაში.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა

  • თსსა წესდების შესაბამისად, მიმართულების წამყვანი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და სხვა დარგის წამყვან პროგრამის გამნახორციელებლებთან ერთად, მონაწილეობას იღებს სასწავლო-მეთოდოლოგიურ საქმიანობაში, ასევე სილაბუსების შემუშავება-მოდიფიცირებაში.
  • ატარებს მეცადინეობებს ინდივიდუალურად, ჯგუფურად თანამედროვე მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდიურ რეჟიმში მედიახელოვნების, ფოტოხელოვნების და მულტიმედიური პროექტირებისათვის.
  • ამზადებს დამხმარე სასწავლო მასალს, სამუშაო გეგმების თემატიკის მიხედვით, რაც აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხის უზრუნველსაყოფად.

 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • დარგში პედაგოგიური საქმიანობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინგლისურ ენაზე განხორციელებული ლექციები, სემინარები, გაკვეთილები.
  • თანხმობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან აფილირების შესახებ.
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობა.
  • სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა.
  • პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა.

 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამოტივაციო წერილი – აუდიოვიზუალური მეთოდების და მედიაპროდუქციის წარმოების გათვალისწინებით;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) გათვალისწინებით.
  • დარგის შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, საერთაშორისო ვორქშოფში/საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა, (საჭიროების შემთხვევაში – გასაუბრება).

 კონკურსიში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  2. რაზიუმე ან CV;
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. ორი ფოტოსურათი 3×4;
  5. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან/და უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
  6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მათ შორის ინგლისურ ენაზე განხორციელებული ლექციები,სემინარები, გაკვეთილები.
  7. უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა.
  8. თსსა–სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა;
  9. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობის შესახებ.
  10. ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ.
  11. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა.

განცხადების ფორმა:

  • განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტურლი აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაცია.
  • განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე.
  • თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი
  • ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი.
  • განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერთში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მიტითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1/ დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა.

განაცხადის წარდგენის წესი და ვადები:

  1. დაინტერესებულ პირს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
  2. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22.
  3. განცხადებები მიიღება: 2025 წლის 25 და 26 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  4. დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

გადაწყვეტილების  მიღება  მოხდება  თსსა  ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობის  დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.

ინფორმაცია არჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე 2025 წლის 31 მარტს.

კონკურის შედეგად არჩეული კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდება 2025 წლის 1 აპრილიდან.

 

განცხადების ფორმა

თანხმობა აფელირებაზე

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

პროგრამის შაბლონი

სილაბუსის შაბლონი

 

 

თსსა პარტნიორი ბელგიის, გენტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის-  Artevelde University of Applied Sciences, მედია სკოლა იწვევს თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის 4 სტუდენტს ერთკვირიან BIP პროგრამაში მონაწილწობის მისაღებად. დანართში იხილეთ პროგრამა.
კონკურსანტ სტუდენტს მოეთხოვება პორტფოლიოს, CV.ს, მოტივაციის წერილის გაგზავნა და ონლაინ ინტერვიუს  გავლა.
სტუდენტი თვითონ ფარავს პროგრამაში მონაწილეობის გადასახადს.
საკონტაქტო პირი: Nicky Malfliet
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – !
პროგრამის ხელმძღვანელები:
ნანა იაშვილი – პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის დამფუძნებელი.
კარლ სტოკერი – დოქტორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურისა და დიზაინის კონსულტანტი, სპიკერი და ქსელის დამფუძნებელი.

Karl Stocker – PhD, Professor at the University of Graz, Culture and Design Consultant, Speaker, and Networker.
თანდართულ ვიდეო-რგოლში, პროფესორი კარლ სტოკერი, თავად მოგითხრობთ პროგრამაზე და მის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო.
პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი წერის კომბინირება”.

2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo.
16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing.
ვორქშოფის მოთხოვნები და დეტალები იხილეთ დანართში.
სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო ვორქშოფის სერტიფიკატები!
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური
nestan.tsiklauri@art.edu.ge

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი): 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში, პროგრამა ინგლისურ ენაზე-Interaction Design and Sound Design და პროგრამა Media Design and Communication Design ნაწილობრივ გერმანულადაა, ნაწილობრივ კი ინგლისურად. სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მონწილეობა პრიორიტეტულია.
გთხოვთ, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. პროფესორის რეკომენდაცია
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
▫️საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2024 წელი
▫️საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge