მიმართულებები

პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა იაშვილი

ფოტოგრაფიის სპეციალობის მიზანია ფოტოგრაფიის შესწავლა უმაღლესი განათლების რანგში და სტუდენტების ჩამოყალიბება პროფესიონალებად, მყარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნით. ოთხწლიან საბაკალავრო სწავლებით გათვალისწინებულ პროგრამაში პირველ და მეორე კურსზე მიმდინარეობს სტუდენტების ტექნიკური მომზადება ზოგადი პროფესიული უნარების დაუფლება და თეორიული ცოდნის შეძენა. სწავლების მეორე ნაწილი სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად დასახული ამოცანების გადაჭრასა და საერთაშორისო ფორმატის პროექტებში საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციაზე არის ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის უფრო ტრადიციულ დარგებთან შედარებით, ფოტოგრაფიის სპეციალობა სიახლეს წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს ამ სპეციალობის კურსდამთავრებულების და სტუდენტების წარმატება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას მოწმობს მათ მიერ შესრულებული მაღალხარისხოვანი სადიპლომო ნამუშევრები.სწავლების პროცესში ტარდება საერთაშორისო ვორქშოფები და მასტერკალსები. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ურთიერთობა დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, აკადემიებთან და იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, გაეცნონ მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ პროფესიონალებად.

პედაგოგები:
რუსუდან ერისთავი, პროფესორი
თამარ დარსაველიძე, ასოცირებული პროფესორი
ლია ლომსაძე, ასისტენტ პროფესორი
მარიამ ჯანელიძე, ასისტენტ პროფესორი
შოთა დოგრაშვილი, ასისტენტ პროფესორი
ნათელა გრიგალაშვილი, მოწვეული პროფესორი
ნოდარ სუმბაძე, მთავარი მეცნიერი
ნანა ყუფარაძე, უფროსი მასწავლებელი
ნიკოლოზ გაბუნია,  უფროსი მასწავლებელი
ლორეტა აბაშიძე-შენგელია, მოწვეული პედაგოგი
ბიძინა ქავთარაძე,  უფროსი მასწავლებელი