1. |
  2. სწავლა
  3. |
  4. აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე – 2025

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.

1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.
2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად.

სარეგისტრაციო ბმული

3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, რომელიც წარმოადგენს როგორც კონკურსზე გასვლის თარიღის, ისე გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ რეგისტრაციის ფორმის ველები, აუცილებლად მიუთითეთ სწორი მობილურის ნომერი და ელ. ფოსტა. აგრეთვე პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, რომელიც წამოადგენს სარეგისტრაციო ნომერთან ერთად აბიტურიენტის ინდივიდივიდუალურ კოდს. დადასტურების წერილი აბიტურიენტს ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე. გაითვალისწინეთ, მეილი შესაძლოა მოვიდეს სპამში.

აბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის თანხა, უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის დასრულებამდე. აუცილებელია თანხის გადარიცხვის დროს მითითებული იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადობის ნომერი.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის საფასური:

კონკურსებში მონაწილეობისათვის, საფასური განისაზღვრება 60 ლარის ოდენობით, თითოეული კონკურსისთვის. გათვალისწინებულ ორივე კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, ჯამური საფასური შეადგენს 120 ლარს.

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
(ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

გაეცანით შემოქმედებითი კონკურსის დებულებას!!!

2025 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:

არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის

 აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2025 წლის 5 მაისიდან 2025 წლის 25 მაისის  ჩათვლით;
გამოცდა ხაზვაში – 2025 წლის 9-10 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასება – არაუგვიანეს 2025 წლის 11 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2025 წლის 12 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების   წარმოდგენილი  საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2025 წლის 13 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2025 წლის 14 ივნისი.

სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების
საბაკალავრო პროგრამებზე ჩამბარებელთათვის:

 აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2025 წლის 5 მაისიდან 2025 წლის 25 მაისის  ჩათვლით;
გამოცდა  ხატვაში
 გამოცდა გრაფიკაში – 2025 წლის 2-4 ივნისი;
 გამოცდა ფერწერა – 2025 წლის 5-7 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასება – არაუგვიანეს 2025 წლის 9 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2025 წლის 10 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2025 წლის 11-12 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2025 წლის 13 ივნისი.

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2025 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება

ღია კარის დღეები

სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, გაეცნოთ სამხატვრო აკადემიაში დაგეგმილი ღია კარის დღეების განრიგს:

11 მარტი, 12:00 საათი – არქიტექტურის ფაკულტეტი;

12 მარტი, 12:00 საათი – მედია ხელოვნების ფაკულტეტი;

13 მარტი, 12:00 საათი – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი;

14 მარტი, 12:00 საათი – დიზაინის ფაკულტეტი;

ღია კარის დღეები ჩატარდება სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (II სართული); დისტანციურად დასწრების მსურველთათვის აქტიური იქნება ZOOM ფორმატიც. 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბმული:
Join Zoom Meeting

მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქუჩა N22

381567788_707153614783760_7609084589939807376_n

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს,
რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა
“სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში
ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  3-3 აკადემიური საათი.
კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:
გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);
კურსს გაუძღვება:  თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა
და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე-ვერიკო შანიძე
კურსის ღირებულება – 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

მიმდინარე წლის 13, 14 და 15 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება ღია კარის დღეები!
გთხოვთ, მოინიშნოთ შემდეგი განრიგი:
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტუნიენტებს, ველოდებით 13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს ველოდებით 14 მარტს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
დიზაინისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს ველოდებით 15 მარტს, პარასკევს, 13:00 საათზე – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში!
დისტანციური ფორმატის მსურველები, ღია კარის დღეებზე დასწრებას შეძლებთ ასევე ZOOM პლატფორმის მეშვეობით. სარეგისტრაციო ბმული, ჩვენს ფეისბუქ და ვებ-გვერდებზე დაიდება ორშაბათს.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22
სამხატვრო აკადემია, II სართული

Meeting ID: 864 218 3423
Passcode: x6cYEm