1. |
  2. საერთაშორისო
  3. |
  4. Page 4

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი ბრატისლავა – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება ერთ სემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი), 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

ან

გთხოვთ, მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე და გადააგზავნოთ ფაკულტეტის კოორდინატორთან:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კანცელარიაში (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
ბოლო ვადა: 11 აპრილი

საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995 593 799 960

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’

ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი
თსსა რესტავრაციის მიმართულების, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1
ადგილი.
2025/26 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის, მილანის პოლიტექნიკურ
უნივერსიტეტში

გთხოვთ, გაეცნოთ ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)

. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

დედლაინი: 11 აპრილი, 2025
საკონტაქტო პირი: ნინო რიგვავა
ელ. ფოსტა: ninorigvava99@gmail.com
nino_rigvava@art.edu.ge
ტელეფონი: (+995) 598-32-34-74

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე
სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,
სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის
დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%90/

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო
შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ
უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინასწარაა
ინფორმირებული. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო
ხარჯების დაფარვის შესახებ.
თსსა პარტნიორი ბელგიის, ანტვერპენის უნივერსიტეტის- Karel de Grote University of Applied Sciences and Arts,  სკოლა-  St Lucas School of Arts (www.sintlucasantwerpen.be)  იწვევს სამხატვრო აკადემიის პროფესორებს და პედაგოგებს კონცეპტუალურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად , თემაზე ‘MANUALS HANDLEIDINGEN ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲔᲑᲘ’. პროექტის ინიციატორია printmaking  პროფესორი Leysen Gerard.  
დანართში იხილეთ პროექტის კონცეპციის აღწერა.
 
გთხოვთ პროექტში მონაწილეობის სურვილი, სახელი-გვარის და ფაკულტეტის მითითებით დაადასტუროთ (ინგლისურ ენაზე) შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
Kurt Vanbelleghem:  kurt.vanbelleghem@kdg.be
ნატა ნიკოლეიშვილი: nata.nikoleishvili@art.edu.ge

ლატვიის სახელმწიფომ სტუდენტებისათვის გამოაცხადა სასწავლო და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლის ხანგრძლივობა დოქტორანტებისათვის 11 თვეა, სხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის კი – 10 თვე. ყოველთვიური სტიპენდია ბაკალვრიატის სტუდენტებისათვის 500 ევროა, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის – 600 ევრო, დოქტორანტებისათვის – 700 ევრო.

სასწავლო ხარჯებს ლატვიური მხარე ანაზღაურებს, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს კი – სტუდენტები.

აპლიკაციების მიღების ვადებია: 2025 წლის 1 თებერვლიდან – 1 აპრილის ჩათვლით;

განცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://scholarships.viaa.gov.lv

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილი

დანართი 1

დანართი 2

image001[96]

თსსა  ერასმუს პარტნიორი, ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს, 9-16 მაისს,  თსსა პროფესორებისა და მოწვეული პედაგოგებისთვის, დიზაინის საერთაშორისო კვირეულში  მონაწილეობის მისაღებად.

კვირეული ტარდება  გრაცის, როგორც იუნესკოს დიზაინის  ქალაქის, დიზაინის თვის- Design Month Graz  ღონისძიებების ფარგლებში

კვირეულის თემა – unCOMMON underGROUND

კვირეულის პრიორიტეტული მიმართულებები/დარგები: Communication, Media, Sound, Interaction, and Exhibition Design

4  დღიანი ვორქშოფის იდეის აპლიკაციის წარდგენის დედლაინი – 5 თებერვალი

იხილეთ დიზაინის საერთაშორისო კვირეულის ვებ-გვერდი: https://internationaldesignweek25.fh-joanneum.design

იხილეთ საკონკურსო აპლიკაცია: https://forms.fh-joanneum.at/misc/international-design-week/

დანართი  

თსსა ერასმუს პარტნიორი, ავსტრიის გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა FH JOANNUEM უნივერსიტეტის დიზაინისა და კომუნიკაციის ინსტიტუტი- Institute of Design & Communication of FH JOANNUEM Graz აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დიზაინ კვირეულში – International Design Week მონაწილეობის მისაღებად, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, 9-16 მაისს, 2025.

ქალაქი გრაცი UNESCO-ს ‘ქალაქების’ და ‘დიზაინის ქალაქების’ 49 წევრთა შორისაა. შტირიის რეგიონის კრეატიურლი ინდუსტრიები-Creative Industries Styria და უნივერსიტეტი- FH JOANNUEM ყოველწლიურად მასპინძლობს გრაცის დიზაინის თვეს- Design Month Graz, რაც ხელს უწყობს რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

კვირეულის თემაა- unCOMMON underGROUND და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ თსსა აკადემიურ პერსონალს/არტისტებს/ექსპერტებს, რომლებიც მოღვაწეობენ შემდეგ მიმართულებებში ‘Communication, Media, Sound, Interaction, Exhibition Design’.

საკონკურსოდ აპლიკანტს მოეთხოვება წარადგინოს 4-დღიანი ვორქშოფის განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.fh-joanneum.at/misc/international-design-week/.
საკონკურსო ვორქშოფის განაცხადი უნდა იყოს ინოვაციური და ეხებოდეს თემებს “common ground,” “underground,” “uncommon.”

აპლიკაციის წარდგენის დედლაინი 5 თებერვალი, 2025

იხილეთ კვირეულის ვებ-გვერდი: https://internationaldesignweek25.fh-joanneum.design

საკონტაქტო პირი:   Andrea Schlacher <andrea.schlacher@fh-joanneum.at>

თსსა პარტნიორი ბელგიის, გენტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის-  Artevelde University of Applied Sciences, მედია სკოლა იწვევს თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის 4 სტუდენტს ერთკვირიან BIP პროგრამაში მონაწილწობის მისაღებად. დანართში იხილეთ პროგრამა.
კონკურსანტ სტუდენტს მოეთხოვება პორტფოლიოს, CV.ს, მოტივაციის წერილის გაგზავნა და ონლაინ ინტერვიუს  გავლა.
სტუდენტი თვითონ ფარავს პროგრამაში მონაწილეობის გადასახადს.
საკონტაქტო პირი: Nicky Malfliet