1. |
  2. სიახლეები-საერთაშორისო
  3. |
  4. Page 8

რუსთაველის ფონდი აცხადებს 2024 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

რუსთაველის ფონდი აცხადებს 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა CS

კონკურსის მიზანი

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირება

2024 წლის 4 მარტი – 20 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მარტი-აპრილი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აპრილი-მაისი – პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:

GFI

კონკურსის მიზანი:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი – ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:

სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;

– ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.

კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 1-ელი მარტიდან – 8 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა – 2024 წლის 15 აპრილი;
პროექტების შეფასება პანელის მიერ – 2024 წლის მაისი;
პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება – 2024 წლის მაისი – ივნისი;
გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის ივნისიდან;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

– ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)

– დოქტორანტებისთვის

– ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

28 თებერვალს Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჟან მონეს შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და იქნება კითხვების/დისკუსიის შესაძლებლობა.

გთხოვთ, თქვენს საუნივერსიტეტო სივრცეში გაავრცელოთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. მათთვის ვინც ღონისძიებას ესწრება დისტანციურად, რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 2024 წლის 27 თებერვლის, 16:00 საათამდე.

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული,
ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები

გამოცხადებულია ორი კონკურსი:
საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/ ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტი

Edited

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში კვლავ აგრძელებს სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით ონლაინ საჯარო ლექციების სერიას.
2024 წლის თებერვლის თვის მთავარი თემაა აფრო-ამერიკული ისტორია.
ვირტუალური შეხვედრის თემაა: სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის აფრო-ამერიკელი მხატვრების კოლექცია.
აფრო-ამერიკელი მხატვრების მიერ დანახული და მათ ნამუშევრებში გადატანილი სოციალური თემები – სამოქალაქო უფლებები, ბრძოლა თავისუფლებისათვის, სოციალური ცვლილებები და სხვა.
პრეზენტაციას წარადგენს სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის პრეზენტატორი ლილიან ო‘კონელი.

შეხვედრის თარიღი
23 თებერვალი 2024
შეხვედრის დრო
საქართველოს დროით საღამოს 5 საათი (17:00 სთ.)

შეხვედრის ბმული და დეტალები
Meeting ID
160 798 5155
Security Passcode278068
Invite Link https://statedept.zoomgov.com/j/1607985155?pwd=bDh3cXl1QWsxMzhQNjh0TEk5U0hDUT09
შეხვედრა ინტერაქტიურია. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და ხედვა პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე.

 

19 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას,
სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის „SKIA“ ს ფარგლებში, ესტუმრნენ TH Köln – University of Applied Sciences არქიტექტურის მიმართულების პროფესორები, Prof. Fabian Storch და Prof. Dr.-Ing. Arne Artist.
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფსა და პროფესორებს უმასპუნძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ყარამან ქუთათელაძემ.
შედგა შეხვედრა საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე ერასმუს პარტნიორობის ფარგლებში. თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, ბატონი ირაკლი პირმისაშვილი და მიმართულების სტუდენტები იმიტირებული ლექციით დახვდნენ კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფს, გააცნეს მათ სტუდიური მუშაობის ასპექტები, მოხდა გამოცდილების გაზიარება. სტუმრებმა მოინახულეს სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზები.

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთს შემდეგი 2 მოთხოვნიდან:
1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან კითხულობდეს ლექციებს, ან მუშაობდეს კვლევითი მიმართულებით.
2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას: ატარებს ლექციებს ან მუშაობს კვლევითი მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან – მ.წ 6 მარტის ჩათვლით.
განახცადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y
დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ტელ: +82-2-880-2519 E-mail: intlscholarship@snu.ac.kr
7 თებერვალი, 2024

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდნენ ერასმუს+ პროგრამის ახალი დირექტორი და ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი – მარიამ სულაშვილი და პროგრამის მენეჯერი, თამარ კანდელაკი. შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, პროფესორ ყარამან ქუთათელაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებთან.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადების მიზნით,  სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობის მიზნით.   პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია სახელმწიფო მოხელე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან ექვივალენტი, ან უფრო მაღალი დონე), დაწესებულების უფროსი მენეჯერი, უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, პროგრამასთან შესაბამისი მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე. განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 აპრილამდე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებგვერდზე
http://studyinchina.csc.edu.cn/#/login
https://shorturl.at/KLQ14