1. |
  2. საერთაშორისო
  3. |
  4. Page 7

დრეზდენის საერთაშორისო პლენერი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პლენერის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, რომლებიც შეირჩევიან პროექტის გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
▫️პროექტის ხანგრძლივობა – 05/07/24 – 05/08/24
▫️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 20:00 სთ

19-23 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა ვორქშოფი და ლექცია „თიხის მონოპრინტი”

16 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის საელჩოს იმისთვის, რომ 2024 წლიდან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს იტალიური ენიის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ

8-11 აპრილს, თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის ‘The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design Wroclaw’ მოწვევით, ვროცლავის აკადემიის საერთაშორისო სამსახურში ტრენინგ მობილობა და სამუშაო პრაქტიკა გაირა თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა მაია ყიფიანმა. შედგა შეხვედრა გრაფიკის დეპარტამენტში პროფესორებთან და ერასმუს მობილობის ქართველ სტუდენტთან, ასევე, მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, გაცვლითი მობილობების შესახებ.

12 აპრილს, მაია ყიფიანი, ასევე ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორ ჩეხეთის, პრაღის სინემატოგრაფიის აკადემიაში FAMU – The Film and TV School of the Academy of Performing Arts in Prague. პრაღის აკადემიის მხრიდან განსაკუთრებული მოწონებით აღინიშნა ერასმუს-ზერო მობილობის, თსსა კინოს მხატვრობის სტუდენტი კესანე ბაბუნაშვილი. შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის, გაცვლითი ერასმუს-ზერო მობილობების შესახებ

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/
იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ.
ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა ვორქშოფები 5 დღის განმავლობაში

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია,
22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს.
ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი.
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at
კონტაქტი: office@summeracademy.at

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება.
ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი.
დეტალები იხილეთ ბმულზე

12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის