1. |
  2. საერთაშორისო
  3. |
  4. Page 5

ლატვიის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებს

ლატვიის სახელმწიფომ სტუდენტებისათვის გამოაცხადა სასწავლო და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლის ხანგრძლივობა დოქტორანტებისათვის 11 თვეა, სხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის კი – 10 თვე. ყოველთვიური სტიპენდია ბაკალვრიატის სტუდენტებისათვის 500 ევროა, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის – 600 ევრო, დოქტორანტებისათვის – 700 ევრო.

სასწავლო ხარჯებს ლატვიური მხარე ანაზღაურებს, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს კი – სტუდენტები.

აპლიკაციების მიღების ვადებია: 2025 წლის 1 თებერვლიდან – 1 აპრილის ჩათვლით;

განცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://scholarships.viaa.gov.lv

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილი

დანართი 1

დანართი 2

image001[96]

თსსა  ერასმუს პარტნიორი, ავსტრიის, გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს, 9-16 მაისს,  თსსა პროფესორებისა და მოწვეული პედაგოგებისთვის, დიზაინის საერთაშორისო კვირეულში  მონაწილეობის მისაღებად.

კვირეული ტარდება  გრაცის, როგორც იუნესკოს დიზაინის  ქალაქის, დიზაინის თვის- Design Month Graz  ღონისძიებების ფარგლებში

კვირეულის თემა – unCOMMON underGROUND

კვირეულის პრიორიტეტული მიმართულებები/დარგები: Communication, Media, Sound, Interaction, and Exhibition Design

4  დღიანი ვორქშოფის იდეის აპლიკაციის წარდგენის დედლაინი – 5 თებერვალი

იხილეთ დიზაინის საერთაშორისო კვირეულის ვებ-გვერდი: https://internationaldesignweek25.fh-joanneum.design

იხილეთ საკონკურსო აპლიკაცია: https://forms.fh-joanneum.at/misc/international-design-week/

დანართი  

თსსა ერასმუს პარტნიორი, ავსტრიის გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა FH JOANNUEM უნივერსიტეტის დიზაინისა და კომუნიკაციის ინსტიტუტი- Institute of Design & Communication of FH JOANNUEM Graz აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დიზაინ კვირეულში – International Design Week მონაწილეობის მისაღებად, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, 9-16 მაისს, 2025.

ქალაქი გრაცი UNESCO-ს ‘ქალაქების’ და ‘დიზაინის ქალაქების’ 49 წევრთა შორისაა. შტირიის რეგიონის კრეატიურლი ინდუსტრიები-Creative Industries Styria და უნივერსიტეტი- FH JOANNUEM ყოველწლიურად მასპინძლობს გრაცის დიზაინის თვეს- Design Month Graz, რაც ხელს უწყობს რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

კვირეულის თემაა- unCOMMON underGROUND და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ თსსა აკადემიურ პერსონალს/არტისტებს/ექსპერტებს, რომლებიც მოღვაწეობენ შემდეგ მიმართულებებში ‘Communication, Media, Sound, Interaction, Exhibition Design’.

საკონკურსოდ აპლიკანტს მოეთხოვება წარადგინოს 4-დღიანი ვორქშოფის განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.fh-joanneum.at/misc/international-design-week/.
საკონკურსო ვორქშოფის განაცხადი უნდა იყოს ინოვაციური და ეხებოდეს თემებს “common ground,” “underground,” “uncommon.”

აპლიკაციის წარდგენის დედლაინი 5 თებერვალი, 2025

იხილეთ კვირეულის ვებ-გვერდი: https://internationaldesignweek25.fh-joanneum.design

საკონტაქტო პირი:   Andrea Schlacher <andrea.schlacher@fh-joanneum.at>

თსსა პარტნიორი ბელგიის, გენტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის-  Artevelde University of Applied Sciences, მედია სკოლა იწვევს თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის 4 სტუდენტს ერთკვირიან BIP პროგრამაში მონაწილწობის მისაღებად. დანართში იხილეთ პროგრამა.
კონკურსანტ სტუდენტს მოეთხოვება პორტფოლიოს, CV.ს, მოტივაციის წერილის გაგზავნა და ონლაინ ინტერვიუს  გავლა.
სტუდენტი თვითონ ფარავს პროგრამაში მონაწილეობის გადასახადს.
საკონტაქტო პირი: Nicky Malfliet

ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პროფესორებისა და სტუდენტების მოკლევადიანი მობილობა – თსსა ყოველწლიური მონაწილეობა საერთაშორისო დიზაინ კვირეულში, სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ჯუმბერ ბეჭვაიას და პროფესორ სვეტლანა მხჩიანის ხელმძღვანელობით

სამრეწველო დიზაინის სტუდენტები:

· გიორგი გელაძე,

· ბექა სამადბეგიშვილი,

· გიორგი გელაძე,

· ნინო გეგელაშვილი,

· თამარ სივსივაძე

ავეჯის დიზაინის სტუდენტები:

· ანა გარსევანიშვილი

· ანა ქავთარაძე

· ანა ქერდიკაშვილი

· ნინო შარია

ტექსტილის დიზაინის სტუდენტი – ანა კალანდარიშვილი

სამკაულის დიზაინის სტუდენტი – ბარბარე ზურაბიშვილი

კერამიკის მიმართულების სტუდენტები:

· ანა გოგუაძე,

· თამარ კვანტალიანი

საფრანგეთის, მონპელიეს უნივერსიტეტი

· ნანუკა გოგოლაშვილი- ფერწერის სტუდენტი

სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო კურსი – პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი ჯგუფური მობილობა:

· კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ სალომე სხირტლაძის ხელმძღვანელობით:

მეგი კვერნაძე,

ნინო ჯალიაშვილი,

ფერწერის პროფესორის დავით ალექსიძე ხელმძღვანელობით:

სოფო სიმონიშვილი

თეკლა კობახიძე.

· ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის 5 დოქტორანტი სტუდენტის მობილობა თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ბრატისლავას აკადემიის ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ Rastislav Sedlacik -ის და პროფესორ Dominik Hlinka-ს ხელმძღვანელობით

იტალიის მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

· არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი – ნიკოლოზ მუმლაძე,

ავსტრიის, გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

· არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი – აკაკი მეტრეველი,

· მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი – ლუკა კიკნაველიძე

გერმანიის ოსნაბრუკის უნივერსიტეტი

ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტები:

· ლიზი ჯაფარიძე,

· თამარ ნადაშვილი

ჩეხეთის, პრაღის თეატრალური აკადემიის კინო-ტელე სკოლა The Film and TV School of the Academy of Performing Arts, Prague FAMU

· კინოს მხატვრობის სტუდენტი ანასტასია ჭუმბურიძე

თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტი

· კერამიკის მიმართულები სტუდენტი – ელენე ხანთაძე

ესტონეთის ხელოვნების აკადემია, ტალინი

· სტუდენტის მობილობა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულებაზე- Daniil Musesovs

ბულგარეთის, სოფიის ხელოვნების ეროვნული აკადემია

· სტუდენტის მობილობა მედია ხელოვნების ფაკულტეტზე – ფოტოგრაფია/თანამედროვე ხელოვნების მიმართულების Lina Tonev

გრანადის უნივერსიტეტი

· არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი – თამთა ნადიბაიძე

ლიხტენშტეინის უნივერსიტეტი

· არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი – კონსტრანტინე სუხიშვილი

ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა

· ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი – ლიზი შათირიშვილი

მოდის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები:

· რატი წიკლაური,

· ელენე ტურაშვილი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში.

პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”.

გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა ქალაქი ბერლინში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, სადაც სტუდენტების ნამუშევრებს ბევრი ცნობილი ხელოვანი, კურატორი თუ ხელოვნებათმცოდნე იხილავს.
▫️პროექტის კურატორია ლილი ფიურსტენოუ-ხოსიტაშვილი, რომელიც DAAD-ის სტიპენდიით, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ანსელმ კიფერის შემოქმედებას იკვლევდა. აღნიშნული პროექტი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე 3 წელია იმართება და ის თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტული ფორმატით ჩვენებას ისახავს მიზნად: არა ტრადიციულ გალერეაში, არამედ საჯარო სივრცეებში – ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
სტუდენტმა, ელექტრონული ფოსტით უნდა გააგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის (პოსტერის) ფოტო, დეტალური აღწერით (კონცეფცია და სხვა ყველა მახასიათებელი დეტალი); შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 40-მდე საუკეთესო პოსტერი, რომელიც ამოიბეჭდება გერმანიაში და გამოიფინება. ნამუშევრებს გამოფენისთვის შეარჩევს სპეციალური ჟიური. არჩეული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად, დაიდება პროექტის თანმხლებ ვებგვერდზე: www.e-mergingartists.art

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პოსტერის/პოსტერების ფოტო უნდა გააგზავნოთ მხოლოდ JPG ფორმატში, ხოლო თანდართული ინფორმაცია (ნამუშევრის აღწერა: სათაური/ტექნიკა/ზომები/წელი და ავტორის ბიოგრაფია ან/და CV) DOC ფორმატში, ქართულ, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სურვილისამებრ. გთხოვთ ასევე, ბიოგრაფიაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენს მიერ მოპოვებული სტიპენდიების, ჯილდოს, ხელოვნების რეზიდენციების, პუბლიკაციებისა და გამოფენების შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში. მონაწილე სრულიად თავისუფალია თემატიკაში, მასალასა და ზომებში. ასევე, გაითვალისწინეთ, ერთმა მონაწილემ შესაძლოა წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის ფოტო (სერია)!

დედლაინი – 23 იანვარი

მონაწილეებს გთხოვთ, კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრის/ნამუშევრების ფოტოები JPG ფორმატში, გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
liliartresearch@yahoo.com

საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
599 222 012

გისურვებთ წარმატებას!