13 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს “IED Istituto Europeo di Design” პროფესორს ტურინიდან, სოციალურ დიზაინერს, Zeno Franchini პრეზენტაციას თემებზე – პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე.
ფრანკინი გახლავთ POLIMI-სა და Design Academy Eindhoven კურსდამთავრებული. ამჟამად “Marginal Studio”-ს თანადამფუძნებელია. მისი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულებაა ობიექტების შექმნა, ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე სოციალური გარემოს პრობლემების მოწესრიგება. ამჟამად თანამშრომლობს პალერმოს სოციალურ ჯგუფებთან – გარემოსდაცვითი ბრძოლისა და ახალბედების ჩართვის საკითხებზე, ქმნის სახელოსნოებს დიზაინის წარმოებისთვის, მიტოვებულ სივრცეებში. Marginal Studio წარმოდგენილია: Triennale Design Museum Milano, La Biennale di Venezia Manifesta Palermo, Design Basel, ADI Design Museum და მრავალ სხვა პლატფორმაზე.
2023 წლის ვენეციის ბიენალეზე, ის ოქროს ლომის მფლობელი გახდა. ასევე, გახლავთ “AFTER Festival diffuso di architettura”-ს თანაკურატორი და “LOTs – Libero osservatorio territoriale sud”-ის დამფუძნებელი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია რეგენერაციასა და სოციალურ ინოვაციებზე და სიცილიაში ისტორიების თხრობაზე. პალერმოში ფრანკინი თანამშრომლობს სამუშაო სივრცესთან “Scalo 5b”, რომელიც მასპინძლობს სოციალური ინკლუზიის პროექტებს.
შეხვედრის თარიღი და დრო: 13 მაისი, 15:00 საათი
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N 22, სამხატვრო აკადემია, აუდიტორია N906