მობილობის ზოგადი წესი
მობილობის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ჩარიცხვა) უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს აკრედიტებულ/აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გავლილი აქვს სწავლების ერთი წელი;
საერთაშორისო მობილობის განხორციელებისათვის პირი ვალდებულია მოიპოვოს თსსა  ჩარიცხვის უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის მე-7  მუხლით დადგენილი წესის დაცვით;
მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წელიწადში ორჯერ – შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში;
სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი  ასევე სარგებლობს მობილობის უფლებით;

მობილობის პროცედურა
შიდა/გარე მობილობის განხორციელებისათვის თსსა-ს ფაკულტეტები სემესტრულად განსაზღრავენ თავისუფალი ადგილების რაოდენობას პროგრამის და დონის მიხედვით, ასევე განსაზღვრავენ მიღების წინაპირობებს;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის შესაბასად თსსა-ს რექტორი ამტკიცებს მობილობის მსურველთა თსსა-ში რეგისტრაციისა და  გამოცდების ვადებს;
გარე მობილობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე;
მობილობის მსურველი გადის თსსა-ს ფაკულტეტების მიერ მიღების წინაპირობად განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდებს;
გარე მობილობის მსურველი მოიპოვებს თსსა-ში ჩარიცხვის უფლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მის ჩარიცხვაზე გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში;