1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია...
  5. |
  6. სიახლეები – რესტავრაცია, ხელოვნების...

ღია კონკურსი მეციერ-თანამშრომლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული „კონსერვაციის ცენტრი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

კონკურსის პირობები

განცხადების ფორმა

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშვების თაობაზე

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის
საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით
საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე
(www.students.emis.ge) რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი (სახვითი
ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელთათვის)
შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში (ნატურმორტი) – 2025 წლის 31 იანვარს 11:00
სთ; (დიზაინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელთათვის)
პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში – 2025 წლის 3 თებერვალს 11:00 სთ.  

გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები
www.emis.ge –ზე)

ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ,
დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო
პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა მობრძანდეთ თსსა
კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 2025 წლის 29-30 იანვრის
ჩათვლით ქ. თბილისი გრიბოედოვის ქN22 , აუცილებელია თან იქონიოთ
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო
პროგრამებზე შემოქმედებითი ტური – გამოცდა ხატვაში (ნატურმორტი)
ჩატარდება 2025 წლის 31 იანვარს 11:00სთ;

დიზაინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე შემოქმედებით ტური
-პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება 2025 წლის 3 თებერვალს
11:00 სთ.

მობილობის ვადები:
ა) აკადემიის დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო
პროგრამებზე:
ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია – 2025 წლის 29-30
იანვრის ჩათვლით;
ა.ბ) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გამოცდა ( გამოცდა ხატვაში (ნატურმორტი) – 2025 წლის
31 იანვარი 11:00 სთ;
ა.ა.ბ) დიზაინის ფაკულტეტის გამოცდა (პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში) – 2025 წლის 3
თებერვალს 11:00 სთ;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2025 წლის 3-4 თებერვლის 13:00 სთ ჩათვლით;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში –
2025 წლის 4 თებერვალი;
ბ) აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის
საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება
და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) – 2025 წლის 10-12
თებერვალი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2025 წლის 13-14 თებერვალი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება – 2025 წლის 17 თებერვალი;
ბ.დ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2025 წლის 18 თებერვალი.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ აკადემიის სამართლებრივი აქტის პროექტის სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენა 2025 წლის 19 თებერვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი,
ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;

 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობები

დიზაინის ფაკულტეტი – გარე მობილობა

27 -31 მაისი, თსსა და ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის-Pallas University of Applied Sciences ხელოვნების უმაღლესს სკოლას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში შედგა რესტავრაციის მიმართულების პროფესორის ასმათ ტყეშელაშვილის მობილობა და ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე ‘ ქაღალდის კონსერვაციის მეთოდოლოგია სამხატვრო აკადემიაში და საქართველოში, ბეჭდური ქაღალდის წმენდის მშრალი და სველი მეთოდები, იაპონური ქაღალდი’

Open Call 1
საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში – განაცხადის მიღების ბოლო ვადა 10/09/2024
მოხარულნი ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი საერთაშორისო ვორქშოფის განხორციელების თაობაზე, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის დარგის განვითარებას ემსახურება.

მორიგი საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში”.

პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი). პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით.

ვორქშოფი გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში 2024 წლის 3, 4, 5, 6 ოქტომბერს. ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის – მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება.

ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხაადება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას). აქვე დავძენთ, კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მოცემული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებსა და კოლეგებში.

გარდა ამისა, დაგვეხმარებით თუკი შეძლებთ ვორქშოფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.

ვორქშოფის პროგრამა და კანდიდატთა მიღების განაცხადი იხილეთ თანდართულ ბმულში.

თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთვის.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.

საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის ხელმძღვანელი მარიამ საღარაძე: sagaradzemariam@gmail.com

პროექტის თანაორგანიზატორი ნინო კობერიძე: +995 551 107 001
პროექტის თანაორგანიზატორი ასმათ ტყეშელაშვილი: +995 598 585 598

16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, B 4 აუდიტორიაში.

სადისერტაციო ნაშრომი

რეზიუმე

ილუსტრაციები

1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის და არქიტექტურის მიმართულებების სტუდენტების ერთ-სემესტრიანი გაცვლითი მობილობების შემდეგი და ახალი კვლევითი ეტაპი თემაზე – “თბილისსა და მილანში არსებული Art Nouveau-ს ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი”.
ვიზიტი ასევე მოიცავდა: შეხვედრას სამხატვრო აკადემიის რექტორთან და საერთაშორისო სამსახურთან, იტალიელი და ქართველი პროფესორების გასვლით კვლევით სესიას თბილისში art nouveau-ს ნაგებობების შესწავლის მიზნით, ასევე კვლევით ვიზიტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქალაქ სიღნაღში, პროფესორ Ermes Invernizzi-ის ლექციას თემაზე “არქიტექტურული დიზაინი – მილანის სკოლა” – ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, არქიტექტურის ისტორიის პროფესიონალებისთვის; ასევე, სამუშაო შეხვედრას/მრგვალ მაგიდას მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტორანტის Duccio Fantoni-ის ჩართულობით, რომელიც 3 თვიან ერასმუს მობილობას გაივლის თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (აგვისტო- ოქტომბერი, 2024) – დისერტაციის თემა “თბილისური ეზოები”. იტალიელი პროფესორის Ermes Invernizzi-ის ლექციას დაესწრო იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი Fabiola Albanese.

27-31 მაისი, თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორის მაია მანიას მობილობა თსსა ერასმუს პარტნიორ, იტალიის მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ლექციის თემა ‘art nouveau-ის ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი მილანსა და თბილისში’