მობილობა სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში

ERASMUS
29 აპრილი – 3 მაისი, 2024
▫️სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD), მობილობით იმყოფებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ ვარვარიძე და ამავე მიმართულების სტუდენტები.
მობილობის ფარგლებში, ჩატარდა ლექციები და ვორქშოფი ბრატისლავას აკადემიის, ფერწერის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ რასტო სედლაჩიკთან ერთად, რომელშიც ჩართული იყვნენ სლოვაკი და ქართველი სტუდენტები. ლექცია მიეძღვნა თანამედროვე ქართული ფერწერას, ხოლო სემინარი – ტიპოგრაფიას. ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის, გრაფიკის მიმართულების სტუდენტები: ბაკა ალავიძე, იულია შარაშენიძე, მარგარიტა ოკუჯავა და ნინო ფიცხელაური.

13-17 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი, ქალაქ სოფიას ეროვნული აკადემიის მოწვევით, ბულგარეთში, მობილობით იმყოფებოდა, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, პროფესორი ოთარ ჩაკვეტაძე. მან ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის, შეხვდა სოფიის აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, გამართა მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ერასმუს მობილობების შესახებ

12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

436210077_832569115575542_3486028903345766018_n

12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი.

გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან:
DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove.
Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom.
Valiant comics – Solar.
Publishers: Edgar Rice Burroughs Inc. – Tarzan. Marvel&DC Comics.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებს გელოდებით:
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, აუდიტორია N709.
დასაწყისი: 12:30 სთ