ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – სამრეწველო დიზაინის და ავეჯის
პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი) 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied Sciences.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, ფაკულტეტის დეკანს, შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებსა და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
· პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
▫️საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი, 2024 წელი
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
.ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულებით ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”. მიზანი:
• T&A ინდუსტრიის გათვალისწინებით, მდგრადობისა და მწვანე პრაქტიკის გაძლიერება, განათლების ახალი ფორმებისა და მასშტაბის გაფართოება, საერთაშორისო საავტორო პროგრამების ათვისება და სასწავლო კურსებად დანერგვა, კერძოდ :
1. ახალი მწვანე/მდგრადი სასწავლო გეგმების/სრული კურსის შემუშავება – საერთაშორისო ექსპერტების საავტორო პროგამების ჩართულობით ერთობლივი სასწავლო გეგმის/კურსის განხორცილება სასწავლო პროგრამებში (MA, BA)
2. კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად მწვანე და მდგრად პრაქტიკაში რეალური გამოცდილების გაზიარება (სპეციალურად ორგანიზებული ვორქშოფები, ტრეინინგები, პრაქტიკები, სემინარები)
3. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარება დასაქმებისა და კერძო ბიზნესის განვითარების მსურველთათვის. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო ცნობილი ექსპერტების მოწვევა და ადგილობრივი დარგის წარმომადგელების (ექსპერტები) მასტერკლასები, ასევე, რეგიონალური პრაქტიკების ორგანიზება
▫️დაინტერესებულ აუდიტორიას აქვს შესაძლებლობა – მდგრადი დიზაინის მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით შეისწავლოს და გაიზიაროს ადგილობივი და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, იმუშაოს საერთაშორისო ესქპერტებთან და თსსა პედაგოგებთან (ექსპერტებთან) ერთად, კერძოდ :
1. შესწავლის ნოვატორული სამკერვალო ტექნოლოგიებისა და ტექსტილის მიღების ტექნოლოგიური მეთოდები ;
2. შეიმუშავოს მოთხოვნადი/მიზნობრივი პროდუქტი (იდეიდან მზა პროდუქტამდე); 3. შეასრულოს შემოქმედებითი და გამოყენებით დიზაინ-ფორმები (ტექსტილისა და რაციონალური ტანსაცმლის დიზაინი)
პროექტის ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’- ფარგლებში სპეციალური მოწვეული იყო შინგო სატო/Shingo Sato (მსოფლიოში ცნობილი დრაპირების მეთოდებისა და არატრადიციული თარგების დამზადების იაპონელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში);
• https://fb.me/e/98dqn6qwl
• https://www.facebook.com/
შინგო სატოს არატრადიციული მიდგომა ტანსაცმლის დიზაინისა და შაბლონების მანიპულირებისადმი – ახალი სიტყვაა მსოფლიო მოდისა და დიზაინ-განათლების ინდუსტრიაში.
▫️ფართო აუდიორიამ შეისწავლა – როგორ შექმნას ტანსაცმლის ბლოკი სხეულის ფორმაზე ,,დრაპირების” გამოყენებით:
– როგორ გადალახოს საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები ;
– როგორ შექმნას ტანსაცმლის ფორმათა სერიები დრაპირების საშუალებით;
– ტალღოვანი დიზაინის ხაზების გამოყვანას და კაბის ფორმების დაშლა ცალკეულ პანელებად; – სხვადასხვა მასალის ნაკერების შეერთება შეიქმნება უნიკალური და არაორდინალური მრავალპანელიანი მოდელები.
მხარდამჭერი:
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი – https://www.facebook.com/
• FashionHolics Online – https://www.facebook.com/
• ალტერნატიული დისკურსი – https://fb.me/e/5i2mMH5y9
• ინიციატივა NK
• დიზაინის ფაკულტეტი
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ცხადდება პერსონალის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ერასმუს მობილობისთვის თსსა დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს პარტნიორ – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ა.წ. 14-19 ოქტომბერს.
კვირეული მიეძღვნება უნივერსიტეტებში ერასმუს+ პროგრამის განხორციელების რეგულაციებს და პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოებას.
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს შერჩევას აპლიკანტის შესაბამის სამსახურში/ფაკულტეტზე და ოფიციალურ ნომინირებას.
აპლიკანტის საბოლოო შეჩევა შედგება კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ.
გთხოვთ დანართში იხილოთ აპლიკაციის ფორმა და მოტივაციის ფორმა, და სააპლიკაციო ბმული დოკუმენტების ასატვირთად
https://erasmus.kastamonu.edu.tr/index.php/component/content/article/incoming-ka171-personel-call?catid=20&Itemid=101
აპლიკაციის პროცესი მოიცავს შემდეგი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენას (თსსა ტიტულიან ქაღალდზე, ოფიციალური პირის ხელმოწერით და ბეჭდით, ინგლისურ ენაზე):
კასტამონუს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა
ფოტო
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ან სერტიფიკატი
მოტივაციის წერილი
აპლიკანტის ნომინაციის წერილი შესაბამისი სამსახურის/ფაკულტეტის კომისიის დასკვნის საფუძველზე
ცნობა სამსახურიდან, აპლიკანტის სამუშოა გამოცდილების ხანგრძლივობის მითითებით
აპლიკაციის წარდგენის დედლაინი: 10 აგვისტო, 2024
საკონტაქტო პირი:
თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების, დიზაინის ფაკულტეტის და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების და ერასმუს პროგრამის კოორდინატორი ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
10 ივლისი, 2024 წელი
დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
აღნიშნული ნამუშევრები, ფორმების პლასტიკისა და დაფერვის განსხვავებული ტექნიკებით შესრულებული ნიმუშებია. სწავლის პროცესში, სტუდენტები ეუფლებიან თიხის ამოყვანის ტექნიკას და ზედაპირის დამუშავების სპეციფიკას. ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტის – ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიც. არჩევითი საგნის საშუალებით, მათ გაიარეს სემესტრი კერამიკის მიმართულებით და ინტერიერში განსხვავებული კერამიკული ობიექტების შექმნაში, საჭირო გამოცდილება მიიღეს.
6 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, გელოდებით დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების: ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების ერთობლივ გამოფენაზე.
გახსნა – 6 ივლისი, 15:00 საათი
მისამართი: ჟან შარდენის N19
20 ივნისი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულების გამოფენა “პაციენტი N1”.
საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი, ეხება ეკოლოგიურ პრობლემებსა და გამოწვევებს. ექსპოზიცია მოიცავს თერთმეტ კოსტიუმს და ორ პანოს. მონაწილე სტუდენტებმა, სხვა ტექნიკებთან ერთად, გამოიყენეს მეორადი ტანისამოსის განახლება-რეციკლირების ხერხი.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა ბოდოკია – სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
ხელმძღვანელი ტექნოლოგია/კონსტრუირების მიმართულებით: ეკატერინე დარჩია, სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი;
მონაწილე სტუდენტები: თეკლა გოგოლაძე, ელენე ერქომაიშვილი, ეკატერინე მაისურაძე, ინგა ვართანიანი, თამუნა ზალოშვილი, დაჩი მეტრეველი, მონიკა მანაგაძე, სალომე ნადირაძე, სალომე ჭყონია, ნელი ხურციძე, ელენე ტურაშვილი
გამოფენა გაგრძელდება 23 ივნისამდე.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი.
5 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის (რაკუს ექპერიმენტული გამოწვის ტექნიკები) შემსწავლელი კურსი.
სამხატვრო აკადემიის ეზოში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება და რაკუს გამოწვა. კურსს უძღვებოდა მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.