1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. დიზაინი

მიმართულებები

1959 წელს, აპოლონ ქუთათელაძის რექტორობის პერიოდში ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის კათედრები, რომლებმაც 1961 წელს, მანამდე არსებულ კერამიკის განყოფილებასთან ერთად, შექმნეს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.</p>
ფაკულტეტის გახსნის ინიციატორები იყვნენ: სამხატვრო აკადემიის რექტორი, აპოლონ ქუთათელაძე და მხატვარი და პედაგოგი დავით ციციშვილი.

დიზაინის ფაკულტეტის პრიორიტეტია დიზაინის დარგში, როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით სტუდენტების იდენტობისა და ინტერესების განვითარება და კვლევაზე დაფუძვნებული პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.

ამჟამად დიზაინის ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.