1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. არქიტექტურა
  5. |
  6. სიახლეები – არქიტექტურა

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – ლიხტენშტეინის უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი, ლიხტენშტეინი, ქალაქ ვადუცის უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი – University of Liechtenstein Vaduz, Liechtenstein https://www.uni.li/en/unilinewen
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს
· პორტფოლიო (ინგ.)
. CV (ინგ.)
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი (ინგ.)
. სარეკომენდაციო წერილი (ინგ.)
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
❗️ბოლო ვადა: 15 /10/2024
▫️საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს!
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – არქიტექტურის ფაკულტეტი-FH Joanneum University of Applied Sciences, Graz: https://www.fh-joanneum.at/architektur/master/en/
(საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის მობილობა (IV კურსი) მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ სტუდენტი ფლობს გერმანული ენის საერთაშორსიო სერტიფიკატს, დონე B2).
❗️გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს:
· პორტფოლიო (ინგ.)
. CV (ინგ.)
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი (ინგ.)
. სარეკომენდაციო წერილი (ინგ.)
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
▫️ბოლო ვადა: 15/10/2024
▫️საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
▫️მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს!
▫️აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე 
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2024-2025 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრი – ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლა.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანს, ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
* პორტფოლიო
* CV
* ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
* მოტივაციის წერილი
* პროფესორის რეკომენდაცია
* ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
* განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 10/10/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge, მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს.
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე.
ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი·
Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის, საგაზაფხულო სემესტრისთვის – იტალიის, ქ. მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში -POLIMI, https://www.polimi.it/en
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. პროფეsორის სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);
ბოლო ვადა: 10/10/2024
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge   მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს!
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე.
ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი.
ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯი მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი – დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ

1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის და არქიტექტურის მიმართულებების სტუდენტების ერთ-სემესტრიანი გაცვლითი მობილობების შემდეგი და ახალი კვლევითი ეტაპი თემაზე – “თბილისსა და მილანში არსებული Art Nouveau-ს ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი”.
ვიზიტი ასევე მოიცავდა: შეხვედრას სამხატვრო აკადემიის რექტორთან და საერთაშორისო სამსახურთან, იტალიელი და ქართველი პროფესორების გასვლით კვლევით სესიას თბილისში art nouveau-ს ნაგებობების შესწავლის მიზნით, ასევე კვლევით ვიზიტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქალაქ სიღნაღში, პროფესორ Ermes Invernizzi-ის ლექციას თემაზე “არქიტექტურული დიზაინი – მილანის სკოლა” – ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, არქიტექტურის ისტორიის პროფესიონალებისთვის; ასევე, სამუშაო შეხვედრას/მრგვალ მაგიდას მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტორანტის Duccio Fantoni-ის ჩართულობით, რომელიც 3 თვიან ერასმუს მობილობას გაივლის თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (აგვისტო- ოქტომბერი, 2024) – დისერტაციის თემა “თბილისური ეზოები”. იტალიელი პროფესორის Ermes Invernizzi-ის ლექციას დაესწრო იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი Fabiola Albanese.

8 ივლისს, 17:00 საათზე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზების საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართება სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის – მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის პროფესორის – Ermes Invernizzi ლექცია თემაზე “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”.
(Architectural design and memory: about the “Scuola di Milano”)

კრისტინ ვენცელის ორდღიანი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება”, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
22-23 ივნისს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანის” ორგანიზებით და სამხატვრო აკადემიის პარტნიორობით, ჩატარდა კვლევითი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება, ტრანსფორმაცია და იდენტობა”.
სემინარს უძღვებოდა Templat-ის თანადამფუძნებელი, არტისტი – კრისტინ ვენცელი. შედგა სტუდენტებთან შეხვედრა, ასევე გაიმართა პრაქტიკული სემინარი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, 27 ივნისს გამოიფინება კინოს სახლში

13-17 მაისი, 2024 – მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში.
2017 წლიდან დღემდე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტსა და ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტს შორის, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა ერასმუს მობილობა უწყვეტად მიმდინარეობს. 13-17 მაისს, ლიხტენშტეინში, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნესტან წიკლაური იმყოფებოდა.
წლების განმავლობაში, გაცვლით პროგრამებში მონაწილე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. არქიტექტურის ფაკულტეტის კოორდინატორი, ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის მიმდინარე RIBA-ს აკრედიტაციების მოსამზადებელ პროცესებში, პრაქტიკული კუთხით გახლდათ ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორსა და ფაკულტეტის დეკანთან, ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა ინტერკულტურულ ჯგუფთან. განხილულ იქნა, სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ერასმუს კვირეულის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო პროექტები პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.

ERASMUS
23 მაისი, 2024 წელი
▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა ქალაქ კიოლნის – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი იოხან ზიგმუნდი. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსა რექტორი და არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლები. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა სამომავლო პარტნიორულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში – სამხატვრო აკადემიასა და Cologne University of Applied Sciences შორის.