ნომინაცია სტუდენტური პროექტი – „ურბანული ქალაქგეგმარება“;
გამარჯვებული პროექტი – „მტკვარი როგორც ასეთი“ ავტორი: მაგისტრანტი თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა;
ნომინირებული პროექტი – მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის პროექტი – „განახლებული მელოდიები“; ავტორები: მაგისტრანტები – ბექა ჯინჭარაძე, თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა;
ნომინაცია სტუდენტური პროექტი
გამარჯვებული პროექტი – „გლდანის სამკერვალო ფაბრიკის ადაპტაციის პროექტი – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“; ავტორი: ბაკალავრი სოფიო საზერლენდი; ხელმძღვანელი: თეიმურაზ ჯორჯაძე.
ნომინაცია სტუდენტური პროექტი -“ მრავალფუნქციური პროექტი“;
ნომინირებული პროექტი – „მრავალფუნქციური კომპლექსი ორთაჭალაში“ ავტორი: ბაკალავრი გოგა აფხაიძე, ხელმძღვანელი სართანია.
ნომინირებული პროექტი – „მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი რთულ რელიეფზე“; თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე – 3 კურსის სტუდენტი მარინა ლეკვეიშვილი.ხელმ.ნ. ჩხიკვიშვილი. – მიიღო დიპლომი საუკეთესო ნამუშევრისთვის.
ნომინაცია „ქალაქგეგმარება„
ნომინირებული პროექტი – „ხარფუხის უბნის ურბანული განვითარება“ ავტორი: მაგისტრი ლევან ოთარაშვილი; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა;
საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი.
ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024
პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024
დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები
1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის და არქიტექტურის მიმართულებების სტუდენტების ერთ-სემესტრიანი გაცვლითი მობილობების შემდეგი და ახალი კვლევითი ეტაპი თემაზე – “თბილისსა და მილანში არსებული Art Nouveau-ს ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი”.
ვიზიტი ასევე მოიცავდა: შეხვედრას სამხატვრო აკადემიის რექტორთან და საერთაშორისო სამსახურთან, იტალიელი და ქართველი პროფესორების გასვლით კვლევით სესიას თბილისში art nouveau-ს ნაგებობების შესწავლის მიზნით, ასევე კვლევით ვიზიტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქალაქ სიღნაღში, პროფესორ Ermes Invernizzi-ის ლექციას თემაზე “არქიტექტურული დიზაინი – მილანის სკოლა” – ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, არქიტექტურის ისტორიის პროფესიონალებისთვის; ასევე, სამუშაო შეხვედრას/მრგვალ მაგიდას მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტორანტის Duccio Fantoni-ის ჩართულობით, რომელიც 3 თვიან ერასმუს მობილობას გაივლის თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (აგვისტო- ოქტომბერი, 2024) – დისერტაციის თემა “თბილისური ეზოები”. იტალიელი პროფესორის Ermes Invernizzi-ის ლექციას დაესწრო იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი Fabiola Albanese.
8 ივლისს, 17:00 საათზე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზების საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართება სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის – მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის პროფესორის – Ermes Invernizzi ლექცია თემაზე “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”.
(Architectural design and memory: about the “Scuola di Milano”)