პროგრამის ხელმძღვანელები: თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი გიორგი ლაპიაშვილი
პროგრამის სახელწოდება: თეატრის მხატვრობა განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თ.ს.ს.ა. შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანოტაცია: თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს სანახაობით და მოქმედებით საწყისებს, მას მაყურებელზე იდეური და ემოციური ზემოქმედების განსაკუთრებული ძალა აქვს. რომელიც მოიცავს დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობის, მხატვრის, კომპოზიტორისა და სხვა სპეციალისტთა შემოქმედებით მუშაობას. სპექტაკლის შექმნის პროცესში მის ყოველ მონაწილეს თავისი როლო აკისრია. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვრის როლია. მხატვარი წარმოადგენს რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული იდეის, აზრის მთავარ გამომსახველს /დოდო ალექსიძე 1917წ. რეჟისორისა და მსახიობის ოსტატობა დროთა განმავლობაში სპექტაკლთან ერთად ქრება და მხოლოდ თეატრალური კრიტიკოსების, ან უკეთეს შემთხვევაში კინოფირის მეშვეობით შეიძლება შემორჩეს შემდგომ თაობებს. მხატვრის მიერ შესრულებული ესკიზები კი რჩება. როგორც დოკუმენტი. რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სპექტაკლის მხატვრული გაფორმების აღდგენა და შესაბამისად აღქმა იმ ცვლილებებისა, რომელსაც განიცდის თეატრი დროსთან დაკავშირებით.
პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინათა ციკლი —– 65 ECTS პროფესიულ დისციპლინათა ციკლი —— 80 ECTS საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი —– 95 ECTS სულ 240 ECTS |