1. |
  2. საერთაშორისო
  3. |
  4. საერთაშორისო ვორქშოფები/სემინარები
  5. |
  6. Page 2

საგანმანათლებლო პროექტი “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”

დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულებით ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”. მიზანი:
• T&A ინდუსტრიის გათვალისწინებით, მდგრადობისა და მწვანე პრაქტიკის გაძლიერება, განათლების ახალი ფორმებისა და მასშტაბის გაფართოება, საერთაშორისო საავტორო პროგრამების ათვისება და სასწავლო კურსებად დანერგვა, კერძოდ :
1. ახალი მწვანე/მდგრადი სასწავლო გეგმების/სრული კურსის შემუშავება – საერთაშორისო ექსპერტების საავტორო პროგამების ჩართულობით ერთობლივი სასწავლო გეგმის/კურსის განხორცილება სასწავლო პროგრამებში (MA, BA)
2. კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად მწვანე და მდგრად პრაქტიკაში რეალური გამოცდილების გაზიარება (სპეციალურად ორგანიზებული ვორქშოფები, ტრეინინგები, პრაქტიკები, სემინარები)
3. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარება დასაქმებისა და კერძო ბიზნესის განვითარების მსურველთათვის. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო ცნობილი ექსპერტების მოწვევა და ადგილობრივი დარგის წარმომადგელების (ექსპერტები) მასტერკლასები, ასევე, რეგიონალური პრაქტიკების ორგანიზება
▫️დაინტერესებულ აუდიტორიას აქვს შესაძლებლობა – მდგრადი დიზაინის მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით შეისწავლოს და გაიზიაროს ადგილობივი და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, იმუშაოს საერთაშორისო ესქპერტებთან და თსსა პედაგოგებთან (ექსპერტებთან) ერთად, კერძოდ :
1. შესწავლის ნოვატორული სამკერვალო ტექნოლოგიებისა და ტექსტილის მიღების ტექნოლოგიური მეთოდები ;
2. შეიმუშავოს მოთხოვნადი/მიზნობრივი პროდუქტი (იდეიდან მზა პროდუქტამდე); 3. შეასრულოს შემოქმედებითი და გამოყენებით დიზაინ-ფორმები (ტექსტილისა და რაციონალური ტანსაცმლის დიზაინი)
პროექტის ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’- ფარგლებში სპეციალური მოწვეული იყო შინგო სატო/Shingo Sato (მსოფლიოში ცნობილი დრაპირების მეთოდებისა და არატრადიციული თარგების დამზადების იაპონელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში);
https://fb.me/e/98dqn6qwl
• https://www.facebook.com/
შინგო სატოს არატრადიციული მიდგომა ტანსაცმლის დიზაინისა და შაბლონების მანიპულირებისადმი – ახალი სიტყვაა მსოფლიო მოდისა და დიზაინ-განათლების ინდუსტრიაში.
▫️ფართო აუდიორიამ შეისწავლა – როგორ შექმნას ტანსაცმლის ბლოკი სხეულის ფორმაზე ,,დრაპირების” გამოყენებით:
– როგორ გადალახოს საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები ;
– როგორ შექმნას ტანსაცმლის ფორმათა სერიები დრაპირების საშუალებით;
– ტალღოვანი დიზაინის ხაზების გამოყვანას და კაბის ფორმების დაშლა ცალკეულ პანელებად; – სხვადასხვა მასალის ნაკერების შეერთება შეიქმნება უნიკალური და არაორდინალური მრავალპანელიანი მოდელები.
მხარდამჭერი:
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი – https://www.facebook.com/
• FashionHolics Online – https://www.facebook.com/
• ალტერნატიული დისკურსი – https://fb.me/e/5i2mMH5y9
• ინიციატივა NK
• დიზაინის ფაკულტეტი
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

კრისტინ ვენცელის ორდღიანი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება”, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
22-23 ივნისს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანის” ორგანიზებით და სამხატვრო აკადემიის პარტნიორობით, ჩატარდა კვლევითი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება, ტრანსფორმაცია და იდენტობა”.
სემინარს უძღვებოდა Templat-ის თანადამფუძნებელი, არტისტი – კრისტინ ვენცელი. შედგა სტუდენტებთან შეხვედრა, ასევე გაიმართა პრაქტიკული სემინარი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, 27 ივნისს გამოიფინება კინოს სახლში

ERASMUS
29 აპრილი – 3 მაისი, 2024
▫️სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD), მობილობით იმყოფებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ ვარვარიძე და ამავე მიმართულების სტუდენტები.
მობილობის ფარგლებში, ჩატარდა ლექციები და ვორქშოფი ბრატისლავას აკადემიის, ფერწერის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ რასტო სედლაჩიკთან ერთად, რომელშიც ჩართული იყვნენ სლოვაკი და ქართველი სტუდენტები. ლექცია მიეძღვნა თანამედროვე ქართული ფერწერას, ხოლო სემინარი – ტიპოგრაფიას. ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის, გრაფიკის მიმართულების სტუდენტები: ბაკა ალავიძე, იულია შარაშენიძე, მარგარიტა ოკუჯავა და ნინო ფიცხელაური.

442435841_861666565999130_4032875766848277296_n

ERASMUS
13-17 მაისს, თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტში, ერასმუს თანამშრომლობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გიორგი პაჭკორია. პროფესორმა კოლეგებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა 5 დღიანი ვორქშოფი

13-17 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი, ქალაქ სოფიას ეროვნული აკადემიის მოწვევით, ბულგარეთში, მობილობით იმყოფებოდა, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, პროფესორი ოთარ ჩაკვეტაძე. მან ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის, შეხვდა სოფიის აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, გამართა მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ერასმუს მობილობების შესახებ

12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

2024 წლის 21-22 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება მეცხრე წლიური საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის 2024”.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციის კრებულში.

კონფერენცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, აკადემიისტვის საინტერესო მიმართულებაა სოციო-კულტურული მდგრადობა: მდგრადი ურბანიზმი, განათლება, მმართველობის მდგრადობა, ადამიანური განვითარება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი როგორც განვითარების ინსტრუმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ხელოვნება, არქიტექტურა და კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს