1. |
  2. განცხადებები
  3. |
  4. Page 3

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

ცხადდება 2024-25 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა.

გაეცანით თანდართულ დოკუმენტებს:

ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობები

სტუდენტთა რეგისტრაცია და გამოცდების ვადები

დიზაინის ფაკულტეტის შიდა მობილობა

 

გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

და მისაღები გამოცდების ვადები:

  •  სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია  –  2024  წლის 19 აგვისტოდან  4 სექტემბრის ჩათვლით;
  • გამოცდა უცხო ენაში – 2024  წლის 9-10  სექტემბერი;
  •  გამოცდები სპეციალობაში – 2024  წლის 12-13  სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 2024  წლის 18  სექტემბერი;
  •  სააპელაციო განცხადებების მიღება-განხილვა – 2024  წლის 19-20  სექტემბერი;
  • გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა  აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე – 2024  წლის 26-27  სექტემბერი.

მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1.   განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
  2.  ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  4.  2 ფოტოსურათი(CD) -ზე ჩაწერილი
  5.  სამხედრო აღრიცხვის საბუთი  (ვაჟებისთვის)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები:

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი

დიზაინის ფაკულტეტი

არქიტექტურის ფაკულტეტი

მედიახელოვნების ფაკულტეტი

2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით
საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში – 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00 სთ, პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში – 2024 წლის 29
აგვისტოს 11:00 სთ.

გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.emis.ge –ზე)

ელექტრონულ პორტალზე; (  http.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ, მედიახელოვნების, დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების
საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 2024 წლის
22-26 აგვისტოს ჩათვლით ქ. თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00სთ

დიზაინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება 2024 წლის 29 აგვისტოს 11:00 სთ.

დიზაინის ფაკულტეტზე გადმოსვლის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

მობილობის ვადები:
ა) აკადემიის მედიახელოვნების, დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია – 2024 წლის 22-26 აგვისტოს ჩათვლით;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში; პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში) – 2024 წლის 27-29 აგვისტოს 11:00 სთ;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2024 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბერის 13:00 სთ ჩათვლით;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – 2024 წლის 2-3 სექტემბერი;
ბ) აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) – 2024 წლის 10-13 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2024 წლის 16 სექტემბერი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 17 სექტემბერი;
ბ.დ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2024 წლის 18 სექტემბერი
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ აკადემიის სამართლებრივი აქტის პროექტის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენა 2024 წლის 23 ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

 

ბრძანება გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების შესახებ

ბრძანება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური
ადგილების რაოდენობისა და წინაპირობების დამტკიცების შესახებ

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 12, 13 და 14 ივნისს

1. აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 08:00 საათზე. წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე. (გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი).
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებ ულია წარადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე!
3.  აბიტურიენტმა სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე უნდა იქონიონ გრაფიტის ფანქრები და სახატავი დაფა 70X50 ზომებით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაგვიანებული აბიტურიენტი შემოქმედებით ტურზე -ხატვის  გამოცდაზე არ დაიშვება.

 

12 ივნისის საგამოცდო სია

13 ივნისის საგამოცდო სია

14 ივნისის საგამოცდო სია

2023-24 სასწავლო წლის II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები

 

 

·         სალექციო კურსი – 2024 წლის 11 მარტიდან – 2024 წლის  28 ივნისის ჩათვლით;

·         მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურისთვის 1 კვირიანი დასვენება – 2024 წლის 10-14 ივნისი;

·         საგამოცდო სესია – 2024 წლის 1 ივლისიდან – 2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით;

·         დამატებითი გამოცდა X-ს ნიშნის მიღების შემთხვევაში 2024 წლის 22-26 ივლისი;

·         საწარმოო პრაქტიკა 2024 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული განათლება არქიტექტურის ან ურბანული არქიტექტურის განხრით
• გრაფიკული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Adobe Photoshop
ძირითადი ფუნქციები:
• ლანდშაფტურ პროექტებში საწყისი ეტაპიდან აქტიური ჩართულობა (პროექტის,
კონცეფციის, ესკიზის დამუშვება)
• რელიეფის ჭრილებისა და განშლების მომზადება
• სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების/კვანძების შემუშავება
• მასალათა უწყისის მომზადება
• პროექტის საპრეზენტაციო მოსალების მომზადება
• საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა
• გუნდურობა ხელმძღვანელის დავალებების მიღება და სწრაფად შესრულება
* შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელსაც აქვს ტერიტორიების დაგეგმარების, სივრცის ლანდშაფტური ორგანიზაციის და მუშა დოკუმენტის შესრულებაში გამოცდილება და ფლობს ინგლისურ ენას.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება – 1500 ლარიდან
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: info@midamo.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

თექა

მხატვრული დეკორატიული თექა
კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრადიციული და თანამედროვე
მხატვრული დეკორატიული თექის დამზადების ტექნოლოგია.
კურსის დროს მსმენელები თუშური მატყლისა და მირინოსის მატყლის
გამოყენებით შეასრულებენ სიბრტყობრივ და მოცულობით ნამუშევრებს.
კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 18:00 -21:30 სთ; შაბათი
-12:00- 15:30 სთ;)

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია
გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი
შარდენის ქ.#19
კურსს გაუძღვება:
ტექსტილის მხატვარი, პროფესორი- თინათინ კლდიაშვილი
დამხმარე პედაგოგი- ეკატერინე გეგუჩაძე

კურსის ღირებულება – 700 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უცხო ენათა ჩამონათვალში ემატება იტალიური ენის პრაქტიკული კურსი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიღებული კრედიტები, აღიარებული იქნება დამატებით კრედიტად. იტალიური ენის კურსს გაუძღვება იტალიის საელჩოს განათლების ატაშეს, პროფესორ ორნელა სპანოს მიერ წარმოდგენილი ლექტორი. სასწავლო პროგრამის წარმართვისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადმოგვცემს იტალიის სახელმწიფო, რაც განთავსდება სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ მიმართოთ ლოლა ციცხვაიას მითითებულ კონტაქტზე: lola.tsitskhvaia@art.edu.ge
591975217