1. |
  2. ღონისძიებები
  3. |
  4. Page 2

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის

13 აპრილს, წინანდლის მამულში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის. ღონისძიება გაიმართა კირილე ზდანევჩის გამოფენის პარალელურად, რომელიც წინანდლის მამულში ამავე დღეს გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის 11 ნამუშევარი – გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერების მსურველებს წინანდლის მუზეუმი, ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

29 მარტი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა აზერბაიჯანის, ბაქოს კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი – გულგეირან რაჰიმოვა. შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ტექსტილის დიზაინის და რესტავრაციის მიმართულების პროფესორებთან, დაიგეგმა ტექსტილის რესტავრაციის პროგრამის შექმნა და დანერგვა

28 მარტი, 2024
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული კონკურსის “ახალი აღთქმის იგავი” დაჯილდოვების ცერემონია და გამოფენა – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის შედეგად, ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული.

19 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრა ერასმუს მობილობის კონკურსებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებთან

15 მარტი, 2024 წელი
მედია ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტების ღია კარის დღე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
14 მარტი, 2024 წელი
არქიტექტურის ფაკულტეტის ღია კარის დღე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ღია კარის დღეები სამხატვრო აკადემიაში, 15 მარტის ჩათვლით გრძელდება!
13 მარტი, 2024 წელი
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ღია კარის დღეები სამხატვრო აკადემიაში, 15 მარტის ჩათვლით გრძელდება!

საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრა ერასმუს  მობილობის კონკურსებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებთან – 19 მარტი,  13:00 საათი. ცენტრალური საგამოფენო დარბაზი

28 თებერვალს Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჟან მონეს შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და იქნება კითხვების/დისკუსიის შესაძლებლობა.

გთხოვთ, თქვენს საუნივერსიტეტო სივრცეში გაავრცელოთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. მათთვის ვინც ღონისძიებას ესწრება დისტანციურად, რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 2024 წლის 27 თებერვლის, 16:00 საათამდე.