1. |
  2. ღონისძიებები

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, B 4 აუდიტორიაში.

სადისერტაციო ნაშრომი

რეზიუმე

ილუსტრაციები

25 ივნისი, 2024
▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა გამართა შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის – Erasmus+-ის კრედიტების მობილობის პროგრამით და Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა ლევკასის ტექნიკის შემსწავლელი კურსი.
17 ივნისს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა, ასევე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კურსს უძღვებოდა მხატვარი ნოდარ ბადურაშვილი.

5 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის (რაკუს ექპერიმენტული გამოწვის ტექნიკები) შემსწავლელი კურსი.
სამხატვრო აკადემიის ეზოში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება და რაკუს გამოწვა. კურსს უძღვებოდა მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.

გსურთ გაიფართოოთ ჰორიზონტი და გაამდიდროთ თქვენი აკადემიური ცხოვრება? Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელზეც განხილული იქნება ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის Erasmus+-ის კრედიტების მობილობის პროგრამით და Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით.

დეტალები:

თარიღი: 25 ივნისი, 2024
დრო: 11:00 – 13:00
სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდები
ლოკაცია: თბილისის სამხატვრო აკადემია

რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?

Erasmus+-ის მობილობა: გაეცანით მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს. ამ პროგრამების საშუალებით გექნებათ საშუალება საზღვარგარეთ ისწავლოთ,მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგებში და გაამდიდროთ თქვენი გამოცდილება.
Erasmus Mundus: გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისოდ აღიარებულ ერთობლივ მაგისტრატურის პროგრამაში, Erasmus Mundus-ში.
რჩევები განაცხადის დაწერასთან დაკავშირებით: მიიღეთ დეტალური რჩევები შენატანის გაკეთებასთან (მათ შორის შერჩევის კრიტერიუმებთან), დოკუმენტაციის შეგროვებასთან და მნიშვნელოვან დედლაინებთან დაკავშირებით.
მოუსმენთ Erasmus+-ის პროგრამის კურსდამთავრებულებს: მიიღეთ ღირებული რჩევები სტუდენტებისგან, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა Erasmus+-ის მობილობებში და Erasmus Mundus-ში.
ინტერაქტიული კითხვა-პასუხი: მიიღეთ პასუხები Erasmus+-ის კოორდინატორისა და გამოცდილი კურსდამთავრებულებისგან.
ნეთვორქინგი: გაიცანით თანატოლები, რომლებიც თქვენსავით დაინტერესებულნი არიან საზღვარგარეთ სწავლით.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!

სარეგისტრაციო ბმული

447779425_869327231899730_9079254117007448676_n

18 ივნისს, 11:00-13:00 სთ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ეზოში, გელოდებით Erasmus+ ეროვნული ოფისის გაფართოებულ, საინფორმაციო შეხვედრაზე.

23 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, საკონკურსო შემოთავაზებები და სტაჟირების სამომავლო გეგმა

სოსო ქოიავა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 1992- 2003 წლებში, პროფესორი- ახალი ნამუშევრების გამოფენა, და კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს სოსო ქოიავას შემოქმედებას, ბიოგრაფიას, 1992-2003 წლების აკადემიის ისტორიას, ინტერვიუებს, ა.შ.

გახსნა – 24.04.2024 15.00 სთ
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სარკეებიანი დარბაზი

16 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა პრეზენტაცია „ისტორია, განვითარება, მომავალი“

16 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ ჩაატარა პრეზენტაცია “კავშირი კერამიკულ მასალასა და ხმას შორის” „კერამიკის რესტავრაცია და კონსერვაცია“.
კასტამონუს უნივერსიტეტი თსსა ახალი პარტნიორია, სადაც უკვე განხორციელდა მხატვრული კერამიკის მიმართულებიდან სტუდენტის მობილობა