1. |
  2. ვორქშოფები/სემინარები/კონფერენციები
  3. |
  4. Page 2

ვორქშოფი და ლექცია „თიხის მონოპრინტი”

19-23 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა ვორქშოფი და ლექცია „თიხის მონოპრინტი”

17-18 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუმ ჩაატარა ვორქშოფი „რესტავრაციის ტექნიკები“

24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი.

თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ.

TSAA conference 2024

12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

436210077_832569115575542_3486028903345766018_n

12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი.

გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან:
DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove.
Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom.
Valiant comics – Solar.
Publishers: Edgar Rice Burroughs Inc. – Tarzan. Marvel&DC Comics.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებს გელოდებით:
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, აუდიტორია N709.
დასაწყისი: 12:30 სთ

2024 წლის 21-22 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება მეცხრე წლიური საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის 2024”.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციის კრებულში.

კონფერენცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, აკადემიისტვის საინტერესო მიმართულებაა სოციო-კულტურული მდგრადობა: მდგრადი ურბანიზმი, განათლება, მმართველობის მდგრადობა, ადამიანური განვითარება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი როგორც განვითარების ინსტრუმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ხელოვნება, არქიტექტურა და კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს

საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში – განაცხადის მიღების ბოლო ვადა 10/09/2024
მოხარულნი ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი საერთაშორისო ვორქშოფის განხორციელების თაობაზე, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის დარგის განვითარებას ემსახურება.

მორიგი საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში”.

პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი). პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით.

ვორქშოფი გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში 2024 წლის 3, 4, 5, 6 ოქტომბერს. ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის – მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება.

ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხაადება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას). აქვე დავძენთ, კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მოცემული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებსა და კოლეგებში.

გარდა ამისა, დაგვეხმარებით თუკი შეძლებთ ვორქშოფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.

ვორქშოფის პროგრამა და კანდიდატთა მიღების განაცხადი იხილეთ თანდართულ ბმულში.

თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთვის.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.

საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის ხელმძღვანელი მარიამ საღარაძე: sagaradzemariam@gmail.com

პროექტის თანაორგანიზატორი ნინო კობერიძე: +995 551 107 001
პროექტის თანაორგანიზატორი ასმათ ტყეშელაშვილი: +995 598 585 598
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულება, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის, “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ფარგლეში, აგრძელებს სემინარების ციკლს!
წარმოგიდგენთ ელენა რელეევას/Elena EWEST, საერთაშორისო ორგანიზაცია “EWST Fashionlab”- ის დამფუძნებელი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსპერტი მოდის დიზაინში (მსოფლიოში ცნობილია, როგორც უდანაკარგო თარგების დამზადებისა და დრაპირების მიღების ოსტატი):
• საკვლევი თემა: მდგრადი მოდა;
• მიგნებები: “FABRICS-CAPE” – ნიმუშების ინოვაციური ჭრა;
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით
თსსა მოდის დიზაინის მიმართულება – საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’ აგრძელებს სემინარების ციკლს !
სპეციალური მოწვევით – ჯულიან რობერტსი/ Julian Roberts (მსოფლიოში ცნობილი არატრადიციული თარგების დამზადების ბრიტანელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში), ამჟამად არის მოდისა და ტექსტილის დიზაინში პორტსმუთის უნივერსიტეტის პრფესორი და ბრიტანეთში Graduate Fashion Foundation-ის (GFF/GFW) რწმუნებული.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
• დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ – დარეგისტრირდეთ (აუცილებელია) 

დიზაინის ფაკულტეტის – მოდის დიზაინის მიმართულებით ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი “დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”. მიზანი:
• T&A ინდუსტრიის გათვალისწინებით, მდგრადობისა და მწვანე პრაქტიკის გაძლიერება, განათლების ახალი ფორმებისა და მასშტაბის გაფართოება, საერთაშორისო საავტორო პროგრამების ათვისება და სასწავლო კურსებად დანერგვა, კერძოდ :
1. ახალი მწვანე/მდგრადი სასწავლო გეგმების/სრული კურსის შემუშავება – საერთაშორისო ექსპერტების საავტორო პროგამების ჩართულობით ერთობლივი სასწავლო გეგმის/კურსის განხორცილება სასწავლო პროგრამებში (MA, BA)
2. კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად მწვანე და მდგრად პრაქტიკაში რეალური გამოცდილების გაზიარება (სპეციალურად ორგანიზებული ვორქშოფები, ტრეინინგები, პრაქტიკები, სემინარები)
3. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარება დასაქმებისა და კერძო ბიზნესის განვითარების მსურველთათვის. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო ცნობილი ექსპერტების მოწვევა და ადგილობრივი დარგის წარმომადგელების (ექსპერტები) მასტერკლასები, ასევე, რეგიონალური პრაქტიკების ორგანიზება
▫️დაინტერესებულ აუდიტორიას აქვს შესაძლებლობა – მდგრადი დიზაინის მიზნებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით შეისწავლოს და გაიზიაროს ადგილობივი და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, იმუშაოს საერთაშორისო ესქპერტებთან და თსსა პედაგოგებთან (ექსპერტებთან) ერთად, კერძოდ :
1. შესწავლის ნოვატორული სამკერვალო ტექნოლოგიებისა და ტექსტილის მიღების ტექნოლოგიური მეთოდები ;
2. შეიმუშავოს მოთხოვნადი/მიზნობრივი პროდუქტი (იდეიდან მზა პროდუქტამდე); 3. შეასრულოს შემოქმედებითი და გამოყენებით დიზაინ-ფორმები (ტექსტილისა და რაციონალური ტანსაცმლის დიზაინი)
პროექტის ,,დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში’’- ფარგლებში სპეციალური მოწვეული იყო შინგო სატო/Shingo Sato (მსოფლიოში ცნობილი დრაპირების მეთოდებისა და არატრადიციული თარგების დამზადების იაპონელი ოსტატი, ექსპერტი დიზაინის დარგში);
https://fb.me/e/98dqn6qwl
• https://www.facebook.com/
შინგო სატოს არატრადიციული მიდგომა ტანსაცმლის დიზაინისა და შაბლონების მანიპულირებისადმი – ახალი სიტყვაა მსოფლიო მოდისა და დიზაინ-განათლების ინდუსტრიაში.
▫️ფართო აუდიორიამ შეისწავლა – როგორ შექმნას ტანსაცმლის ბლოკი სხეულის ფორმაზე ,,დრაპირების” გამოყენებით:
– როგორ გადალახოს საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები ;
– როგორ შექმნას ტანსაცმლის ფორმათა სერიები დრაპირების საშუალებით;
– ტალღოვანი დიზაინის ხაზების გამოყვანას და კაბის ფორმების დაშლა ცალკეულ პანელებად; – სხვადასხვა მასალის ნაკერების შეერთება შეიქმნება უნიკალური და არაორდინალური მრავალპანელიანი მოდელები.
მხარდამჭერი:
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი – https://www.facebook.com/
• FashionHolics Online – https://www.facebook.com/
• ალტერნატიული დისკურსი – https://fb.me/e/5i2mMH5y9
• ინიციატივა NK
• დიზაინის ფაკულტეტი
• თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”.
▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე
▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, კონსტანტინე თორია, გაბრიელ ჯავახაძე, ლუკა ხოჭოლავა, გვანცა შუბითიძე, ლუკა ლაშქარაშვილი, ელენე ერემეიშვილი, ხატია ფირცხალაიშვილი, მეგი ებანოიძე, ელენე კალატოზიშვილი.

27-28 ივნისს, 15:00 ზე გეპატიჟებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის,
მედიახელოვნების ფაკულტეტის მე-3 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – 507 აუდიტორია
ხელმძღვანელი თამარ დარსაველიძე

კრისტინ ვენცელის ორდღიანი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება”, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
22-23 ივნისს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანის” ორგანიზებით და სამხატვრო აკადემიის პარტნიორობით, ჩატარდა კვლევითი სემინარი – “არქიტექტურის მეხსიერება, ტრანსფორმაცია და იდენტობა”.
სემინარს უძღვებოდა Templat-ის თანადამფუძნებელი, არტისტი – კრისტინ ვენცელი. შედგა სტუდენტებთან შეხვედრა, ასევე გაიმართა პრაქტიკული სემინარი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, 27 ივნისს გამოიფინება კინოს სახლში

ERASMUS
29 აპრილი – 3 მაისი, 2024
▫️სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD), მობილობით იმყოფებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ ვარვარიძე და ამავე მიმართულების სტუდენტები.
მობილობის ფარგლებში, ჩატარდა ლექციები და ვორქშოფი ბრატისლავას აკადემიის, ფერწერის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ რასტო სედლაჩიკთან ერთად, რომელშიც ჩართული იყვნენ სლოვაკი და ქართველი სტუდენტები. ლექცია მიეძღვნა თანამედროვე ქართული ფერწერას, ხოლო სემინარი – ტიპოგრაფიას. ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის, გრაფიკის მიმართულების სტუდენტები: ბაკა ალავიძე, იულია შარაშენიძე, მარგარიტა ოკუჯავა და ნინო ფიცხელაური.

ERASMUS
13-17 მაისს, თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტში, ერასმუს თანამშრომლობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გიორგი პაჭკორია. პროფესორმა კოლეგებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა 5 დღიანი ვორქშოფი

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2022 წლიდან წარმოადგენს PROFFORMANCE + -ის პროექტში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციას.

პროექტის მთავარი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება რომის კომუნიკეში დაფიქსირებულ პრიორიტეტებზე (დიგიტალიზაცია, ინკლუზია, ინტერნაციონალიზაცია და მდგრადი განვითარება) ფოკუსირებით.
პროექტის ფარგლებში ტარდება 2024 წლის პირველი თემატური სემინარი.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სწავლა-სწავლების პროცესში სტუდენტთა ჩართულობა, ინკლუზია. სემინარის მომხსენებლები შერჩეული არიან PROFFORMANCE-ის საუკეთესო სწავლებების ბაზიდან, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან ინოვაციური მეთოდების გავრცელებას.
სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებულია პროექტის ფარგლებში.
სემინარს მასპინძლობს ხორვატიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის  ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის 28 თებერვალს,
შეხვედრა ცენტრალური ევროპის დროით 14:00საათიდან16:00საათამდე.
სამუშაო ენაა ინგლისური.
სემინარზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულიდან: https://tka.hu/international_events/17981/profformance-thematic-webinars#rsvpForm
დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://profformance.eu/en/inclusion-diversity-addressing-divers-students-needs
რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 25 თებერვალი, 2024 წელი.