1. |
  2. გამოფენები
  3. |
  4. Page 2
441500681_122130596666251154_483048817988431806_n

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

•იგეგმება მონოქრომატული გამოფენა, სადაც წამყვანი ფერი იქნება წითელი, თემა კი უშუალოდ შეეხება პატრიოტიზმს.
•პროექტი ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მოდერნიზაციას.
•პროექტის მიზანია გააღვივოს პატრიოტიზმის გრძნობა ახალგაზრდებში, მისცეს მოტივაცია შეიმეცნოს საკუთარი სამშობლოს წარსული და
შეიყვაროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.
ასევე პროექტის მისიაა ოკუპაციის მიერ ჩატეხილი ხიდის აღდგენა ხელოვნების
საშუალებით.
•მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს
•მითითებულ მეილზე გამოაგზავნეთ მაქსიმუმ 3 ნამუშევარი 31 მაისამდე,შესაძლებელია წარმოადგინოთ ინსტალაციებიც!
თსსა-ს თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას
•მეილს დაურთეთ: სახელი, გვარი, კურსი,ფაკულტეტი,ტელეფონის ნომერი,ნამუშევრის სახელი,ზომა (აღწერა,სურვილისამებრ)
მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მითითებულ მეილს,ღონისძიების დღე და ადგილი დაზუსტდება შემდეგ,მოსაწვევ პოსტში.
vellichon@gmail.com
https://www.facebook.com/mari.pirtskhalava.31?mibextid=LQQJ4d

სოსო ქოიავა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 1992- 2003 წლებში, პროფესორი- ახალი ნამუშევრების გამოფენა, და კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს სოსო ქოიავას შემოქმედებას, ბიოგრაფიას, 1992-2003 წლების აკადემიის ისტორიას, ინტერვიუებს, ა.შ.

გახსნა – 24.04.2024 15.00 სთ
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სარკეებიანი დარბაზი

10 აპრილი, 2024 წელი
️ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ცნობილი ოსტატის, გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე

8 აპრილს, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გაიმართა ალბომის – “ქართული გობელენი” პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით. ალბომში წარმოდგენილია ხელოვნების ამ დარგში მოღვაწე ყველა თაობის მხატვარი. გამოცემაში შესული გობელენების უმეტესი ნაწილი, დაცულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში

28 მარტი, 2024
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული კონკურსის “ახალი აღთქმის იგავი” დაჯილდოვების ცერემონია და გამოფენა – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის შედეგად, ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გეპატიჟებით თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ცნობილი ოსტატის, გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. გამორჩეული ხელოვანის და არაჩვეულებრივი პედაგოგის ნამუშევრები, წლების განმავლობაში იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იყო არაერთი სოლო თუ ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის ღირსების ორდენი.
გახსნა: 10 აპრილი, 16:00 სთ
გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე

8 მარტი, 2024 წელი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების, 2023-24 სასწავლო წლის I სემესტრის საანგარიშო გამოფენა.

7 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა “კოლხეთი საქართველო”.
გახსნა: 17:00 სთ

მისამართი: შარდენის N19