თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შიდა კონკურსი
“ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“
საკონკურსო დებულება
კონკურსის მიზანია:
ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიდან შეირჩეს შვიდი საუკეთესო
ქანდაკების ესკიზი თემაზე “თავისუფლება“;
ნამუშევრები შესრულდება ლევილის მამულის ტერიტორიაზე სამი კვირის
განმავლობაში; მასალა: რკინა (შავი მეტალი). დასრულებული ნამუშევრები განთავსდება
ლევილის მამულის ტერიტორიაზევე.
კონკურსის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების
მიმართულების სტუდენტებს;
2. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესკიზის წარმოდგენა;
3. საკონკურსო ესკიზი უნდა იყოს წარმოდგენილი, მეტალის ან კარდონის
მასალაში;
4. საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზები უნდა იყოს გააზრებული მეტალში;
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი
1. კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს
ნამუშევარი ესკიზის სახით;
2. ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი თაბახის ფურცელის);
3. წარმოდგენილი ესკიზი არ უნდა აღემატებოდეს, სიმაღლე 50 –სმ სიგანე 50 –სმ
სისქე 50-სმ,ზომას;
კონკურსის ვადები
1. საკონკურსო განაცხადებები მიიღება 2024 წლის 10 მარტიდან 25 მარტამდე;
2. საკონკურსო განცხადება, საკონკურსო ნამუშევრის კონცეფცია (არაუმეტეს ერთი
თაბახის ფურცელის) და საკონკურსო ნამუშევრის ესკიზი რეგისტრირდება თსსა
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულებაზე, საკონკურსო
კომისიის მდივანთან;
3. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების შესახებ გასაჯაროვდება
აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე;
საკონტაქტო ინფორმაცია :
საკონკურსო კომისიის მდივანი: ნოდარ როსტიაშვილი 593 93 59 72
პროექტის ხელმძღვანელი: ლევან მუზაშვილი 555 32 06 68