“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამაა, რომელსაც Helvetas Swiss Intercooperation, პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
“RECONOMY” მხარს უჭერს სამხატვრო აკადემიის – მოდის დიზაინის მიმართულებას, მდგრადი და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით და მოიცავს, ცოდნისა და უნარების შესწავლას, გაღრმავებას, განვითარებას.
• პროგრამის “RECONOMY” ფარგლებში, თსსა მოდის დიზაინის მიმართულებით, შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროგრამა – “დიზაინლაბი :ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”.
პროგრამა ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) და უზრუნველყოფს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების ფორმებს – შემოქმედებას, თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს, დიზაინ-ტექნოლოგიების დანერგვას და სხვა. პროგრამის ძირითადი კომპონენტები მოიცავს:
1. მდგრადი დიზაინის განათლების განვითარებას;
2. საგანმანათლებლო მოდულების გაფართოებას;
3. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
4. ტრადიციული და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში;
პროგრამის “დიზაინლაბი: ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ფარგლებში, მოდის დიზაინის მიმართულებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა პრაქტიკული სესიები (5). ასევე, მომზადდა და ამოქმედდა სასწავლო კურსი (13, BA/MA);
ამ ეტაპზე, კოლეჯ “მერმისის” სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის დასრულდა მასტერკლასების ციკლი “არატრადიციული თარგის პროექტირების მეთოდები”;
• ტუტორი: ლეილა ენუქიძე, თსსა-ს მოდის დიზაინის მიმართულების პედაგოგი, LYIA/ს მთავარი კონსტრუქტორი;
• მასტერკლასის კურსი “არატრადიციული თარგის პროექტირების მეთოდები”, შემუშავდა თსსა მოდის დიზაინის მიმართულებაზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების საავტორო მეთოდების მიხედვით. კერძოდ:
– ჯულიან რობერტსი (Julian Roberts, UK fashion designer and academic, Method Subtraction Cutting”) : სხეულის ენა’’ , ,,ტიპოგრაფიულ ასოები”, ,,გვირაბის ტექნიკა’’;
– შინგო სატო (Shingo Sato, Japanese designer and instructor, Method “Transformational Reconstruction“/3D ): ,,ორიგამის” ტექნიკა, ,,სპირალი”;
– ელენა რელეევა (Elena Ryleeva, EWST fashionlab founder, Lossless pattern method) : ,,ქსოვილის ტოპოგრაფია”;
• ხანგრძლივობა: 24 სთ
• სწავლების გარემო: ინოვაციური და პრაქტიკული (ლოკაცია : კოლეჯი “მერმისი”, სამკერვალო ლაბორატორია);
• პროგრამას “დიზაინლაბი: ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ხელმძღვანელობს კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი, თსსა-ს მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – ნინო მგალობლიშვილი.
* პროგრამა აგრძელებს მუშაობას
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო.
პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი წერის კომბინირება”.
2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo.
16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing.
ვორქშოფის მოთხოვნები და დეტალები იხილეთ დანართში.
სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო ვორქშოფის სერტიფიკატები!
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური
nestan.tsiklauri@art.edu.ge
27 -31 მაისი, თსსა და ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის-Pallas University of Applied Sciences ხელოვნების უმაღლესს სკოლას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში შედგა რესტავრაციის მიმართულების პროფესორის ასმათ ტყეშელაშვილის მობილობა და ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე ‘ ქაღალდის კონსერვაციის მეთოდოლოგია სამხატვრო აკადემიაში და საქართველოში, ბეჭდური ქაღალდის წმენდის მშრალი და სველი მეთოდები, იაპონური ქაღალდი’
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური, სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – “ციტირების ტიპები. სახელმძღვანელო კურსი”
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ციტირების დასავლურ სტანდარტებს.
ტრენინგების სერია მოიცავს შემდეგ საკითხებს:
lციტირების ტიპები
ციტირების სტილები
ციტირების რომელი სტილი უნდა შევარჩიო სამეცნიერო კვლევის დისციპლინიდან გამომდინარე?
ციტირების წესები პლაგიატის თავიდან ასარიდებლად
სამეცნიერო აპლიკაციების გამოყენება ოფისის პროგრამებში ციფრული მასალის კორექტული ციტირებისთვის
ტრენინგებს წარუძღვება: თსს აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თსს აკადემიის ასისტენტ პროფესორი, თამარ შავგულიძე
ტრენინგების დაწყების თარიღი – 2024 წლის 25 ნოემბერი
ტრენინგების ჩატარების ფორმატი – ონლაინ
ტრენინგები უფასოა – თსს აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, თსს აკადემიის კორპორატიული მეილიდან მოგვწერეთ მისამართზე: ard.dep@art.edu.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ტრენინგის დასახელება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2024 წლის 15 ნოემბერი
XIII. შექმნილია არტისტის მიერ. – ხელოვნებისა და დიზაინის მომავალი ციფრულ ეპოქაში. საერთაშორისო სიმპოზიუმი და გამოფენა!
სიმპოზიუმის გუნდი იწვევს მკვლევრებსა და ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან! თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ ხელოვნებაში მომავლის ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები საკითხის მხატვრული თუ სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
ველით თქვენს განაცხადებს!
სიმპოზიუმისა და ციფრული გამოცემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. https://madebyartist.org/en/anasayfa/
სიმპოზიუმის და გამოფენის ორგანიზატორები:
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სტამბოლის ბეიკენტის უნივერსიტეტი.
ჩატარების ფორმატი: ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში;
ჩატარების ადგილი : საქართველო, თბილისი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ალ. გრიბოედოვის N22
ჩატარების დრო: 17-18 დეკემბერი, 2024
სიმპოზიუმის მონაწილეებისთვის:
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი, 2024
მონაწილეობის შესახებ დასტური: 10 ოქტომბერი, 2024
მონაწილეობის ხარჯები:
– მონაწილეობა უფასოა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებისთვის;
– სხვა მონაწილეებისთვის, მონაწილეობის თანხის გადასახადის ვადა 21 ოქტომბერი, 2024
სიმპოზიუმის პროგრამის გამოქვეყნების ვადა: 25 ოქტომბერი, 2024
სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2024
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, თურქული, ინგლისური
სიმპოზიუმის დასასრულს, შეიქმნება ელექტრონული წიგნი და გამოქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში.
დეტალური ინფორმაცია მომხსენებლებისთვის, იხილეთ ბმულზე
https://madebyartist.org/en/anasayfa/
გამოფენის მონაწილეებისთვის:
შესაძლებელია როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენის წარდგენა.
გამოფენაზე მონაწილეობისთვის მიიღება: ფერწერული ნამუშევარი, პრინტი (ორიგინალი), ფოტო ნამუშევარი, ციფრული დიზაინი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი;
ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე ან ქაღალდზე;
მისაღებია ტილოზე ან ქაღალდზე შესრულებული ციფრული პრინტები;
ნამუშევრის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 70 სმ-ს;
ნამუშევარი მზად უნდა იყოს ექსპონირებისთვის;
პერსონალური გამოფენისთვის უნდა იყოს მინიმუმ 15 ნამუშევარი;
ჯგუფური გამოფენა ლიმიტირებულია 100 ნამუშევრით;
პერსონალური გამოფენა ლიმიტირებულია 5 მონაწილით;
ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეთ
ინფორმაცია ავტორისა და ნამუშევრების პარამეტრების შესახებ;
გამოფენის ონლაინ მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე
https://madebyartist.org/en/eser-gonder/
2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის
კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თორმეტი ტრენინგი კვლევის
ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის კვლევითი ერთეულების
სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები, მოწვეული პედაგოგები, აკადემიური პერსონალი. ტრენინგებს წარუძღვნენ თსს აკადემიის სამეცნიერო და
შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თამარ შავგულიძე და თსს აკადემიის მოწვეული ლექტორი, ქრისტინე დარჩია.
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურა და მისი ხელშეწყობა; პლაგიარიზმის პრობლემები და საზღვრები;
არაკეთილსინდისიერი კვლევა – გაფრთხილება და აღკვეთა (კარგი კვლევითი გამოცდილებისათვის პირობების შექმნა); კვლევაში ჩართული რესპოდენტების
დაცვის მექანიზმები; არაკეთილსინდისიერ ქცევათა ანგარიშწარმოება და მართვა აკადემიურ და კვლევით გარემოში; დარღვევების შემთხვევაში მორალური
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (გამიჯვნა,დეაქტივაცია) და UKRIO-ს პროცედურები დარღვევებზე რეაგირებისას; კვლევის ეთიკის კომიტეტები;
საავტორო და საგამომცემლო ეთიკა, პოლიტიკის დანერგვა; გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები; კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის
როლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტი „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა
ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://ethics.iliauni.edu.ge/