მიმართულებები

საქართველოში, რესტავრაციის სფეროში არსებულ ერთადერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – 1966 წლიდან სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტებზე მხოლოდ განხრად არსებობდა რესტავრაციის მიმართულება. 2004 წლის სექტემბერში ეს განხრა გაუქმდა და დამოუკიდებელი ფაკულტეტი შეიქმნა, ხოლო 2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება გაერთიანდა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდგომ არსებითად შეიცვალა არქიტექტურისა და ფერწერის კონსერვაცია-რესტავრაციის სწავლების პრინციპები, შეიქმნა საქართველოში მანამდე არარსებული ლითონის, მინისა და კერამიკის კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებები. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისადმი, საქართველოსთვის სრულიად ახლებური, კომპლექსური მიდგომის დანერგვას განაპირობებს ფაკულტეტზე კონსერვაცი/რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებათა თანაარსებობა. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო, ტექნოლოგიურ, დიაგნოსტიკურ კვლევას, ისევე როგორც ორიგინალური და საკონსერვაციო მასალების შესწავლას, პრევენციულ ღონისძიებებს, კონსერვაციის თეორიის, ფილოსოფიისა და საკანონმდებლო საფუძვლებს, პროფესიულ ეთიკას.

საბაკალავრო პროგრამა “არქიტექტურის რესტავრაცია”

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს არქიტექტურ-რესტავრატორი, რომელსაც ექნება რესტავრაცია-კონსერვაციის თეორიის, სამეცნიერო პრინციპების, კანონმდებლობის (ქარტიები და კონვენციები), რესტავრაცია-კონსერვაციის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის საკითხების ცოდნა; ასევე, ეცოდინება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მენეჯმენტის საფუძვლები და რესტავრაციასთან დაკავშირებული სამშენებლო, საინჟინრო საკითხები და ამ ცოდნის საფუძველზე შეარჩევს შესაბამის კონსტრუქციებს, სარესტავრაციო მასალებს, სარესტავრაციო-საკონსერვაციო მეთოდოლოგიას და წინასწაგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეადგენს არქიტექტურული ძეგლის სარესტავრაციო პროექტს, რესტავრაცია /კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

სამაგისტრო პროგრამა “არქიტექტურის რესტავრაცია”

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში; მოამზადოს საერო და საკულტო არქიტექტურაში კვალიფიცირებული რესტავრატორები,  რომლებიც შეძლებენ როგორც სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფას და  სწორი მეთოდოლოგიის შერჩევას, ასევე სამეცნიერო კვლევას მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებისა და უახლესი ინტერდისციპლინური მეთოდ ების გამოყენებით.

საბაკალავრო პროგრამა “ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია”

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ეროვნული კულტუტული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვადახვა მიმართულების სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს.

კონსერვცია-რესტავრაცია ინტერდისციპლინური, დარგთაშორისი მეცნიერებაა და გამოირჩევა განსაკუთრებული კომპლექსურობით. სფერო კონსერვაციის მიმართულების გარდა მოიცავს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, შესაბამისად კონსერვატორ-რესტავრატორი უნდა ფლობდეს არამხოლოდ კონსერვაციის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, არამედ მომიჯნავე დარგების, მაგ., ქიმიის, ბიოლოგიის, გეოლოგიის, ფიზიკის, ისტორიის, ხელონების ისტორიის თეორიულ ცოდნასა და სახელოვნებო ანალიზის უნარ-ჩვევებს.

         სწორედ ამიტომ ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია/რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა ფოკუსირებულია სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს კონსერვაცია-რესტავრაცია, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება (რომელიც ასევე მოიცავს საბუნებისმეტყველო საგნებსა და ხელოვნების ისტორიასა და თეორიას). პროგრამა ასწავლის კონსერვაციის დარგის ძირითად პრინციპებს, მიდგომებს, თანამედროვე თეორიებს და ზრუნავს სტუდენტის პროფესიული ეთიკის გამომუშავებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაზე. პროგრამა ორიენტირებულია კონსერვატორ-რესტავრატორების მომზადებაზე, რომლებიც (როგორც ინდივიდუაალურად, ისე ჯგუფური მუშაობის შედეგად) შეძლებენ მოძრავი და უძრავი ძეგლების (ხეზე, ტილოზე და ქაღალდზე შესრულებული ნიმუშების, მცირე ხელოვნების ნიმუშების – მინა/კერამიკისა და ლითონის, ასევე კედლის მხატვრობის, ქვისა და სხვა სამშენებლო მასალისგან შემდგარი ძეგლების), ღირებულების დადგენას, საბაზისო საკონსერვაციო კვლევას (ტექნოლოგიის, დაზიანებებისა და მათი შესაძლო გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა), შესაბამისი საბაზისო საკოსნერვაციო საჭიროებების განსაზღვრას და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, საბაზისო ჩარევებით ძეგლების ფიზიკურ სტაბილიზაციას/მკურნალობას (კონსერვაცია/რესტავრაციას)

სამაგისტრო პროგრამა “ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია”

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ეროვნული კულტუტული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვადახვა მიმართულების სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს.

კონსერვაცია-რესტავრაცია ინტერდისციპლინური, დარგთაშორისი მეცნიერებაა და გამოირჩევა განსაკუთრებული კომპლექსურობით. სფერო კონსერვაციის მიმართულების გარდა მოიცავს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, შესაბამისად კონსერვატორ-რესტავრატორი უნდა ფლობდეს არა მხოლოდ კონსერვაციის თეორიულ  ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, არამედ მომიჯნავე დარგების, მაგალითისთვის -ქიმიის, ბიოლოგიის, გეოლოგიის, ფიზიკის, ისტორიის, ხელონების ისტორიის თეორიულ ცოდნასა და სახელოვნებო ანალიზის უნარ-ჩვევებს. 

სწორედ ამიტომ, ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია/რესტავრაციის სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია სტუდენტს კიდევ უფრო გაუმყაროს ცოდნა იმის შესახებ, რომ  კონსერვაცია-რესტავრაცია ინტერდისციპლინური მეცნიერება, რომელიც, ასევე, მოიცავს საბუნებისმეტყველო საგნებს, ხელოვნების ისტორიასა და თეორიას.

პროგრამა ასწავლის კონსერვაციის რომელიმე კონკრეტული დარგის ძირითად და სიღრმისეულ პრინციპებს, მიდგომებს, თანამედროვე თეორიებს და ზრუნავს სტუდენტის პროფესიული ეთიკის გამომუშავებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაზე.

სამაგისტრო პროგრამა თსსა ამავე ფაკულტეტის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია-რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამის გაგრძელებას  წარმოადგენს, რაც გულისხმობს შემდეგს – მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სამი არსებული მოდულიდან ერთ–ერთი:

1 – ხელოვნების ნიმუშები ხისა და ტილოს საფუძველზე;

2 -მცირე ხელოვნების ნიმუშები – მინა, კერამიკა, ლითონი;

3 – კედლის მხატვრობა;  ქვა და სხვა სამშენებლო მასალები)

სტუდენტს ეძლევა საშუალება გაიღრმაოს ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნა არჩეულ მიმართულებაში.

პროგრამა ორიენტირებულია კონსერვატორ-რესტავრატორების მომზადებაზე, რომლებიც (როგორც ინდივიდუაალურად, ისე ჯგუფური მუშაობის შედეგად) შეძლებენ მოძრავი და უძრავი ძეგლების (ხეზე და ტილოზე შესრულებული ნიმუშების, მცირე ხელოვნების ნიმუშების – მინა/კერამიკისა და ლითონის, ასევე კედლის მხატვრობის, ქვისა და სხვა სამშენებლო მასალისგან შემდგარი ძეგლების), ღირებულების დადგენას, უფრო ღრმა საკონსერვაციო კვლევას (ტექნოლოგიის, დაზიანებებისა და მათი შესაძლო გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა), შესაბამისი საკოსნერვაციო საჭიროებების განსაზღვრას და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, დამოუკიდებლად და/ან საკოსნერვაციო ჯგუთან ერთად ჩარევების გამოყენებით ძეგლების ფიზიკურ სტაბილიზაციას/მკურნალობას (კონსერვაცია/რესტავრაციას).

სადოქტორო პროგრამა “კონსერვაცია და კულტურული მემეკვიდრეობის დაცვა”

კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადოქტორო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს ამ სფეროს მეცნიერ-მკვლევარი და პრაქტიკოსი სპეციალისტი.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კონსერვაცია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებულ ერთიანობას წარმოადგენს, რაც სავსებით შეესაბამება ე.წ. “პავიის დოკუმენტში” მოცემულ განსაზღვრებებს.

კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, როგორც  პოლიტიკური, ასევე, ფილოსოფიური მხარე განისაზღვრა 1996 წელს, იუნესკოს კომიტეტის მოხსენებაში კულტურასა და მის განვითარებაზე – (“ჩვენი შემოქმედებითი მრავალფეროვნება” – როგორც ზოგადსაკაცობრიო უფლება). კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა, რაც ამ პროგრამის ძირითად პარამეტრებს განსაზღვრავს.

პედაგოგები:

მაია იზორია, ასოცირებული პროფესორი
თამარ ლილუაშვილი,  ასოცირებული პროფესორი
მაია მანია, ასოცირებული პროფესორი
კახა ხიმშიაშვილი,  ასოცირებული პროფესორი