1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 8

კონკურსი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის

საქართველოსა და იტალიის მეგობრობის საფუძველზე იტალიის მუნიციპალიტეტ ჩიჩერალეში იგეგმება ნიკო ფიროსმანის სახელობის ქუჩის გახსნა. თსსა-სა და იტალიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ეგიდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კონკურსი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის. კონკურსის მიზანია ამავე ქუჩის შენობებისათვის დამზადდეს ნუმეროლოგიის განმსაზღვრელი აბრები, ობიექტი ზომებით 15X10 სმ, თავისუფალი თემის კერამიკული ფილა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი […]

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! გამოცდა ხატვაში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 12, 13 და 14 ივნისს 1. აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 08:00 საათზე. წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე. (გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი). 2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებ ულია წარადგინოს: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე! 3.  აბიტურიენტმა სახვითი […]

სტუდენტების საყურადღებოდ!!! II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები

2023-24 სასწავლო წლის II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები     ·         სალექციო კურსი – 2024 წლის 11 მარტიდან – 2024 წლის  28 ივნისის ჩათვლით; ·         მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურისთვის 1 კვირიანი დასვენება – 2024 წლის 10-14 ივნისი; ·         საგამოცდო სესია – 2024 წლის 1 ივლისიდან – 2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით; ·         დამატებითი გამოცდა X-ს ნიშნის მიღების შემთხვევაში 2024 წლის 22-26 […]

სტუდენტების საყურადღებოდ!

18 ივნისს, 11:00-13:00 სთ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ეზოში, გელოდებით Erasmus+ ეროვნული ოფისის გაფართოებულ, საინფორმაციო შეხვედრაზე.

არქიტექტურის პროგრამებზე ჩამბარებელთა საყურადღებოდ!!!

გამოცდა ხაზვაში ჩატარდება 2024 წლის 10 და 11 ივნისს, რეგისტრაცია იწარმოებს 9 საათიდან, გამოცდა დაიწყება 10 საათზე,ხოლო გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი. გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში და აგრეთვე, პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოდგენის გარეშე. აბიტურიენტმა არქიტექტურის ფაკულტეტის (არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი) საბაკალავრო პროგრამების გამოცდაზე თან უნდა იქონიოს შავი ფანქარი, ე.წ. მიკროპენი, დაფა რეიშინით, […]

მობილობა სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში

ERASMUS 29 აპრილი – 3 მაისი, 2024 ▫️სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD), მობილობით იმყოფებოდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ ვარვარიძე და ამავე მიმართულების სტუდენტები. მობილობის ფარგლებში, ჩატარდა ლექციები და ვორქშოფი ბრატისლავას აკადემიის, ფერწერის […]

იტალიის საელჩოს სტიპენდიები თსსა სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი იტალიის მთავრობის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილია 63 თვის (ყოველთვიურად 1000 ევროს) ოდენობის სტიპენდია. განაცხადი უნდა შეივსოს კანდიდატის მიერ ონლაინ შემდეგ პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/. კანდიდატის ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა იწურება 2024 წლის 14 ივნისს 14.00 საათზე იტალიის დროით (2024 წლის 14 ივნისს 16.00 საათზე საქართველოს დროით). გთხოვთ იხილოთ დანართი

პროექტი – “ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში”

27 მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ინკლუზიური სწავლების ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა პროექტი – “ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში”. 28 მაისს კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა: თამარ საბაურმა, გიორგი ყიფშიძემ, თეკლა დარჩიამ და ავთო დათაშვლიმა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უსინათლო ბავშვებისთვის შერეული ტექნიკით მასტერკლასები ჩაატარეს. პროექტის მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მობილობა Paul Valéry University Montpellier 3 – ში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ერასმუსის ინსტიტუციური კოორდინატორი, მაია ყიფიანი, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, მიწვევით იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის ახალ ერასმუს პარტნიორთან, საფრანგეთის – მონპელიეს Paul Valéry University Montpellier 3 უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურების კვირეულზე. ტრენინგის პარალელურად, განხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები კინოს მხატვრობის მიმართულებით: ICM, BIP და სხვა მასშტაბური […]